ფეხბურთი

10:48 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიუ რობერტსონის ევოლუცია: ამაზრზენი ცხოვრებიდან საფეხბურთო მწვერვალზე

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ენდრიუ რობერტსონი 7 წლის წინ სამსახურს ეძებდა, დღეს კი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

შოტლანდიელი 2012 წლის 19 აგვისტოს, როდესაც ჯერ კიდევ სამშობლოში „ქუინს პარკის“ წევრი და 18 წლის იყო, სოციალურ ქსელში წერდა: „ამ ასაკში ფულის გარეშე ცხოვრება ამაზრზენია. სამსახური მჭირდება“.

შოტლანდიელმა მცველმა სურვილიც აიხდინა და ოცნებაც,სამსახურიც იპოვა და თან როგორი... ერთი წლის წინ, როდესაც „ლივერპულმა“ ნახევარფინალში „რომა“ დაამარცხა და ფინალში გავიდა, თქვა:

„როდესაც „ქუინს პარკში“, „დანდი იუნაიტედში“, „ჰალ სიტიში“ თამაშობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსიც კი არ გაქვს“, - ამბობდა ენდრიუ და მართალიც იყო, ეს შანსი მას „ლივერპულში“ მიეცა და დიდებულად გამოიყენა.

25 წლის შოტლანდიელი განაპირა მცველისთვის ოცნება რეალობა გახდა. ფეხბურთი აღარ არის მხოლოდ გატაცება, არამედ სამუშაოც და ცხოვრებაც აღარ არის ამაზრზენი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112331