ფეხბურთი

14:17 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" მზადაა ბერგვეინის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხადოს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს შემტევმა სტივენ ბერგვეინმა შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც FcInterNews.it-ი იუწყება, იტალიელები მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფეხბურთელის აგენტინ ფულკო ვან კუპერენი უკვე შეხვდა "ინტერის" წარმომადგენლებს.

ბერგვეინი "აიაქსის" აკადემიაში თამაშობდა და პსვ-ს ახალგაზრდულ გუნდში 2011 წელს გადავიდა. ოთხ წელიწადში სტივენი პირველ გუნდში დააწინაურეს. აწ უკვე გასულ სეზონში შემტევმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა და უკვე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული.

Loading...
სტატისტიკა
0.262284