სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:57 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1981- ზურაბ ზვიადაური. პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობისას ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან ეს ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის შეჯიბრებაზე მოახერხა. ზვიადაურმა ფინალში იაპონელი ჰიროში იზუმი წმინდად დაამარცხა. გარდა ამისა, ზურაბ ზვიადაური მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2001, 2003), ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია გუნდურ ასპარეზობაში (2002, 2003), ხოლო პირად ჩათვლაში 2002 წელს ევროპის პირველობაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზვიადაური 2000 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის. 2004 წელს ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ზურაბ ზვიადაური ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1883- ბეისბოლის მატჩი პირველად ჩატარდა ღამის განათების შუქზე.

1885- დაარსდა საფეხბურთო კლუბი “დანფერმლაინი”. 1961 და 1968 წლებში მოიპოვა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასი. სამჯერ ითამაშა ამ ტურნირის ფინალში.

1891- ირლანდიელი მაკრუმის წინადადებით, ფეხბურთში პენალტის დარტყმის წესი დაინერგა.

1900- დაარსდა საფეხბურთო კლუბი “კაიზერსლაუტერნი”. გუნდი ოთხჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს.

1901- ბენჯამინ ადამსი ნიუ იორკში გოლფის თამაშისთვის დააპატიმრეს.

1958- ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ შოტლანდიისა და პოლონეთის ფეხბურთელთა ნაკრებები. ვარშავაში ჩატარებული შეხვედრა სკოტებმა 2:1 მოიგეს.

1959- იტალიის საფეხბურთო კლუბ “ალესანდრიას” რიგებში დებიუტი ჰქონდა აპენინელთა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ევროპის 1969 წლის უძლიერეს ფეხბურთელს ჯანი რივერას. სერია A-ში პირველი მატჩის ჩატარების მომენტში რივერა 15 წლისა და 288 დღის ასაკის იყო. რეკორდი კი “რომას” ფორვარდ ამადეო ამადეის ეკუთვნის – სადებიუტო მატჩში იგი 15 წლისა და 281 დღისა გახლდათ.

1962- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა როდ ლეივერმა როი ემერსონი 3:6, 2:6, 6:3, 9:7, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით ოცდამეთორმეტე ჩემპიონი გახდა.

1962- ჩილეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში მასპინძელ და იტალიელ ფეხბურთელებს შორის მინდორზე მასობრივი ჩხუბი ატყდა და სიტუაციის დაშოშმინება მხოლოდ პოლიციის აქტიური ჩარევის შემდეგ მოხერხდა. შეხვდრა 2:0 ჩილემ მოიგო, მოგვიანებით კი ამ მატჩს ‘სანტიაგოს ომი” შეარქვეს.

1971- ამსტერდამის “აიაქსმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ლონდონის “უემბლიზე” 83 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ათენის “პანათინაიკოსი” 2:0 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი პირველად მოიგო.

2006- ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტად ყალმუხი კირსან ილუმჟინოვი აირჩიეს.

2006- ბრაზილიელი სებასტიანო ლაზარონი თურქული “ტრაბზონსპორის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2007- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლიტვის გუნდთან დამარცხდა (0:1).

2008- მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა.

2012- მხატვრულ ტანვარჯიშ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსნაკრებმა(სალომეფაჟავა, სოფიო ფარულავა, გაბრიელა ხვედელიძე) მე-3 ადგილი დაიკავა.

2013- ირლანდია-საქართველო 4:0. რობი კინი დუბლი, 125-ე მატჩი ნაკრებში.

2013- როჯერ ფედერერის ახალ-ახალ მიღწევებს დასასრული არ უჩანს. “როლან გაროსის” მეოთხე წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან ხუთსეტიანი მოგება შვეიცარიელის საჩოგბურთო კარიერის 900-ე მოგება აღმოჩნდა. ამასთან, ფედერერი ზედიზედ 36-ჯერ გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების მეოთხედფინალში.

2013- ესპანელი ტომი რობრედო სადიდსლემო ტურნირების ისტორიაში 1927 წლიდან მოყოლებული პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ 3 ისეთი მატჩი მოიგო, რომლის საწყისი 2 სეტი წააგო. აქამდე ეს მხოლოდ 2 ჩოგბურთელს ჰქონდა მოხერხებული. უკანასკნელი “დიდი სლემი ქამბექი” ფრანგმა ანრი კოშემ 1927 წელს უიმბლდონზე მოახერხა. “ღია ერაში” პირველმა მოახერხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1904- ჯონ ვაისმიულერი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე და მსახიობი. ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი. დამყარებული აქვს 67 მსოფლიო რეკორდი.

1904- ფრანტიშეკ პლანიჩკა. ჩეხი საფეხბურთო მეკარე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად. მეტსახელად “პრაღის კატა”. მსოფლიოს 1934 წლის ვიცე-ჩემპიონი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი. 1923-39 წლებში იცავდა პრაღის “სლავიას” ღირსებას. საკლუბო დონეზე ჩაატარა 969 მატჩი. ჩეხოსლოვაკიის ცხრაგზის ჩემპიონი (1925, 1929, 1930, 1931, 1933, 1934, 1935, 1937). მიტროპის თასის მფლობელი (1938). ბოჰემიის თასის ექვსგზის მფლობელი (1926, 1927, 1928, 1930, 1932, 1935)- ფრანტიშეკ პლანიჩკა 1996 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა.

1927- ლევან ინწკირველი. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი. თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა 1947-64 წლებში. 1962 წელს თანაგუნდელებთან ერთად მოიპოვა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), სამჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი (1958, 1960, 1961), ორჯერ ბრინჯაო (1948, 1952). საკავშირო თასის სამგზის მფლობელი (1949, 1950, 1951). 1968-70 წლებში იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი. ლევან ინწკირველის ხელმძღვანელობით, თბილისის დინამოელებმა 1968 წელს საკავშირო ჩემპიონობა, 1969 წლის პირველობაზე კი, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 1969 წელს გუნდს საკავშირო თასი მოაგებინა. ინწკირველის მთავარმწვრთნელობისას “დინამომ” 1969 წელს თასების თასის ფინალში იასპარეზა. ლევან ინწკირველი სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ღირსების ორდენის კავალერია.

1931- ვიკტორ ცარიოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” მცველი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი.

1936- ვლადიმირ გოლუბნიჩი. 20 კილომეტრზე რბენაში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1960, 1968)- ამავე დისტანციაზე რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი.

1942- ედუარდ მალოფეევი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების და მინსკის “დინამოს” თავდამსხმელი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. წვრთნიდა მისნკის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრებს. 1982 წელს მინსკის “დინამო” საკავშირო ჩემპიონი გახადა.

1944- პაულ იენსენი. დანიელი აფროსანი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1951- ლარი რობინსონი. ჰოკეის ეროვნული ლიგის ლეგენდარული მოთამაშე. ექვსჯერ აქვს მოგებული სტენლის თასი.

1951- არნოლდ მიურენი. ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის”, “ტვენტეს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “იფსვიჩ თაუნის” ფეხბურთელი. “აიაქსის” რიგებში მოგებული აქვს თასების თასი (1987), “იფსვიჩში” გამოსვლისას – უეფას თასი (1981). “მანჩესტერ იუნაიტედთან” Eერთად ორჯერ მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1983, 1985). ჰოლანდიის ოთხგზის ჩEმპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1957- მარკ ლოურენსენი. ირლანდიის ნაკრებისა და “ლივერპულის” მცველი. ირლანდიის ნაკრების 38 მატჩში გაიტანა 5 გოლი. “ლივერპულის” რიგებში გამოსვლისას ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1981, 1984)- ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1985). ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ – ასოციაციის თასი.

1969- ალექსანდერ ლიაპოლდი. გერმანელი მოჭიდავე. 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ დოპინგის მოხმარებაში ამხილეს და დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1969- Pპაულო სერჟიო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ჩემპიონი. გამოდიოდა იტალიასა და გერმანიაში. მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში 2001 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი. ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და დაეუფლა ქვეუნის თასს.

1972- ზურაბ ფოფხაძე. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, რუსთავის “გორდას,” სამარას “კრილია სოვეტოვის,” ვლადიკავკაზის “ალანიას” ყოფილი მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს ოთხი მატჩი.

1974- გატა კამსკი. საბჭოთა კავშირში დაბადებული ამერიკელი მოჭადრაკე. აშშ-ის მრავალგზის ჩემპიონი.

1981- ზურაბ ზვიადაური. პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობისას ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან ეს ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის შეჯიბრებაზე მოახერხა. ზვიადაურმა ფინალში იაპონელი ჰიროში იზუმი წმინდად დაამარცხა. გარდა ამისა, ზურაბ ზვიადაური მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2001, 2003), ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია გუნდურ ასპარეზობაში (2002, 2003), ხოლო პირად ჩათვლაში 2002 წელს ევროპის პირველობაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზვიადაური 2000 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის. 2004 წელს ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ზურაბ ზვიადაური ღირსების ორდენის კავალერია.

ამ დღეს გარდაიცვალა

2008- გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ნოდარ ჯორჯიკია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11028
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X