ფეხბურთი

3:26 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ალეგრი დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა კატალონიის „ბარსელონა“ ჩაიბაროს. Goal-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ერთწლიანი პაუზის აღებას გეგმავს, მაგრამ თუ წინადადებას კატალონური გრანდისგან მიიღებს, დათანხმდება.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ ერნესტო ვალვერდეს დადებითად აფასებს, მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ხმების გავრცელება არ წყდება.

ალეგრის რაც შეეხება, იტალიელი „იუვენტუსში“ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ 2018-2019 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში, ხოლო სამეფო თასზე ფინალში დამარცხდა.

0.123126