კალათბურთი

10:45 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

Junior NBA – GBF “ბ” ლიგაში უკვე 50 მატჩი ჩატარდა

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ბავშვთა საკალათბურთო ტურნირი Junior NBA საქართელოში უკვე მეოთხედ ტარდება. საქართველოს კალათბურთის ორგანიზებითა და ნბა-ს ევროპის ოფისის, ასევე ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 3 წლის განმავლობაში სტანდარტულად 30-გუნდიანი ტურნირი იმართებოდა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნისა და ბევრი გუნდის ლიგის გარეთ დარჩენის გამო 2019 წლიდან Junior NBA-GBF ლიგის მეორე ტურნირი – “ბ” ლიგის გათამაშება დაიწყო, რამაც ამ პრესტიჟულ და ბავშვებისთვის საოცნებო ტურნირში ასპარეზობის საშუალება დამატებით 450 მოზარდს და მათ მწვრთნელებს მისცა.

Junior NBA-GBF “ბ” ლიგა უკვე კვირაზე მეტია, მიმდინარეობს და ტურნირის ფარგლებში 50-ამდე მატჩი გაიმართა. წარმოგიდგენთ ყველა მატჩის ანგარიშს და ცხრილს, სადაც ქართული კლუბებისა და მათ ნბა-ს დასახელებებს ნახავთ. შეგახსენებთ, რომ 4 მაისს, ვერის ბაღში გამართულ კენჭისყრაზე Junior NBA-GBF ლიგის ძირითად ტურნირთან ერთად “ბ” ლიგის წარმომადგენლებსაც მიენიჭათ ნბა-ს გუნდების დასახელებები და გადაეცათ მათი შორტ-მაისურები.

დივიზიონში გუნდები 2-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც პლეი ოფში თითო კონფერენციიდან 8 საუკეთესო – ჯამში 16 გუნდი პლეი ოფში გავა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, აღმოსავლეთის კონფერენციიდან, რომელიც ატლანტიკის, ცენტრალის და სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონებს აერთიანებს, პლეი ოფში 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა. ანალოგიურად, 8 საუკეთესო გავა დასავლეთის კონფერენციიდან, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის, პასიფიკის და სამხრეთ-დასავლეთის დივიზიონებს აერთიანებს.

პლეი ოფში გასული 16 გუნდი თავს თბილისში მოიყრის და ერთმატჩიანი სერიებით გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

www.gbf.ge

თეგებიJunior NBA-GBF ლიგა
0.113642