სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

8:25 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლება შეუფასებელია!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ალბათ არაფერია თავისუფლებაზე ამაღლებული და ფასეული. როგორც არ უნდა მოვინდომოთ და ვისიტყვაუხვოთ, მაინც ვერ ვიტყვით სამ მნიშვნელოვან სიტყვაზე მეტსა და ტევადს - “დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! ეს გახლავთ მარადიული და უცვეთი სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ჩურჩულით ითქმებოდა. იყო დრო-ჟამი, როდესაც თავისუფლებაზე ფიქრიც კი იკრძალებოდა, მაგრამ ყველა ღირსეული ადამიანის გულში მაინც ენთო რწმენა და იმედი, რომ საქართველო ადრე თუ გვიან მაინც გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა.

იშვიათია ხალხი, რომელთა უპირველესი მოღვაწეებისა და ერის მამებიდან თითქმის ვერავინ მოესწრო ქვეყნის დამოუკიდებლობას. არავინ იცის რას იტყოდნენ და რა ემოციით შეხვდებოდნენ 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნას ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი ან იაკობ გოგებაშვილი. იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ მათთვის 26 მაისი ნამდვილად იქნებოდა ყველაზე ღირსსახსოვარი დღე. ბედის ირონიით, იმ სამწლიანი დამოუკიდებლობის მხილველი ვერც ერთი გახდა.

საბჭოთა კავშირში თითქმის ოთხმოცწლიანი ყოფნის პერიოდში მცხოვრები ქართველებისთვისაც დამოუკიდებლობა შორეული და ბევრისთვის წარმოუდგენელი ოცნება იყო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ე.წ. “რკინის ფარდა“ მტკიცედ გვაშორებდა დასავლურ სამყაროს და შესაბამისად იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანდა. მაგრამ მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავზე აიღეს მისია, ხალხისთვის შეეხსენებინათ დამოუკიდებლობის ფასი და ის სიმწარე, რაც ვერაფრით დასრულებულ რუსულ ოკუპაციას მოჰქონდა.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ვერშემდგარი ქვეყანაა, რომ ჩვენი დამოუკიდებლიობა ამორფულია და რეალურ სახელმწიფოებრიობაზე არ დგას, რომ ვერ ვიარსებებთ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან მიკედლების გარეშე, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდი ჯობდა... დიახ, სამწუხაროდ საქართველო არაა და ვერაა იმ შესაძლებლობების ქვეყანა, რასაც ყველანი ვისურვებდით, სოციალური პრობლემებიც თვალნათელია და რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ორი რეგიონიც მძიმე დარდად გვაწევს გულზე, მაგრამ ვერც ერთი რეალური თუ მოგონილი პრობლემა ვერ დაჩრდილავს იმ ფაქტს, რომ საქართველო მსოფლიოს მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა!

26 მაისი არის დღე, როდესაც ამდენი სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ. 26 მაისს კიდევ უფრო დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოვიგონოთ ის ხალხი, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაუსრულებელ ბრძოლას შეეწირნენ. როგორც იმ ცნობილ ლექსშია “თავისუფლება ლომთა ხვედრია“ და ამ დიდი მონაპოვარისათვის ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რათა აღარასოდეს დაეშვას ქართული დროშა! თავისუფლება შეუფასებელია!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112275
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X