ფეხბურთი

20:10 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ინტერესის სფეროში დე იონგი მოხვდა

ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის თავდამსხმელი ლუკ დე იონგი მადრიდის „რეალის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას La Sexta ავრცელებს.

ესპანურ გრანდში ჰოლანდიელი ფორვარდი ლუკა იოვიჩის ალტერნატივად ესახებათ, რომელსაც „აინტრახტი“ 100 მილიონ ევროდ აფასებს და ეს წინადადება „სამეფო კლუბისთვის“ მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ პსვ-ს დატოვების მზადყოფნა თავად 28 წლის ფეხბურთელმაც გამოთქვა.

2018-2019 წლების სეზონში ლუკ დე იონგმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 თამაში ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ჰოლანდიის ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

Loading...
სტატისტიკა
0.266328