ფეხბურთი

10:59 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეოს მეექვსე "ოქროს ბუცი"

ლიონელ მესი ზედიზედ მესამედ „ოქროს ბუცის“ მფლობელია. ეს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ არაა, მაგრამ წინ ვერაფერი დაუდგება.

2018-2019 წლების სეზონში ლეომ ლა ლიგაში 36 გოლი გაიტანა და ჯამში 72 ქულა დააგროვა. მოგეხსენებათ, ტოპ ხუთ ჩემპიონატში ერთი გოლი 2 ქულით ფასდება, 6-21 ადგილებზე მყოფი საფეხბურთო ჩემპიონატებში გოლი 1.5 ქულას უდრის, ხოლო დანარჩენი კი მხოლოდ 1 ქულით ფასდება.

მესის დაწევის შანსი კილიან მბაპეს ჰქონდა. ლიგა 1-ის ბოლო ტურში ფრანგს „რეიმსთან“ მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა და მესი მიუწვდომელი გახდა.

ახლა, არგენტინელს ერთადერთი კონკურენტი ჰყავს ფაბიო კვალიარელას სახით. „სამპდორიას“ თავდამსხმელმა სერია A-ს ბოლო ტურში ტურინის „იუვენტუსის“ კარში 10(!) გოლი უნდა გაიტანოს, რომ ლეოს გაუტოლდეს, რაც ბუნებრივია ფანტასტიკის სფეროსაც სცდება.

აქვე გეტყვით, რომ მესიმ კარიერაში მეექვსედ და მათ შორის, ზედიზედ მესამედ მოიგო „ოქროს ბუცი“. რაღა თქმა უნდა, ეს ჯილდო ექსვჯერ მესის გარდა არავის მოუგია და ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

2009-2010 წლების სეზონი: 34 გოლი

2011-2012 წლების სეზონი: 50 გოლი

2012-2013 წლების სეზონი: 46 გოლი

2016-2017 წლების სეზონი: 37 გოლი

2017-2018 წლების სეზონი: 34 გოლი

2018-2019 წლების სეზონი: 36 გოლი

0.113717