ავტოსპორტი

2:18 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ინდის კვალიფიკციაზე დაშვებულ შეცდომებს აღიარებს

„მაკლარენის“ შეფმა ზეკ ბრაუნმა განმარტა მიზეზების მთელი წყება, რომლებმაც ფერნანდო ალონსოს ინდი 500-ის საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვის საშუალება არ მისცა.

პირველ რიგში, მან თქვა, რომ ტესტების დასაწყისისთვის, გუნდს არ ჰქონდა საჭის რგოლი. როგორც ბრაუნი ამბობს, „მაკლარენი“ ალონსოსთვის სპეციალურ საჭეს ამზადებდა, მაგრამ ტესტებისთვის მისი დასრულება ვერ მოასწრო. ამის გამო, გუნდმა საჭე დროებით, „კარლინ მოტორსპორტისგან“ ითხოვა.

მეორეც, ბრაუნი ამბობს, რომ მანქანა ფორთოხლისფერის განსხვავებულ ტონში იყო შეღებილი, რის გამოც, გუნდმა სათადარიგო მანქანა იმავე „კარლინის“ საწარმოში გაგზავნა, თავიდან შესაღებად. მალე კი ალონსოს პირველი მანქანით ავარია მოუვიდა. და იმის გამო, რომ სათადარიგო ადგილზე არ იყო, ესპანელს ორი დღე გაუცდა.

ამას მალე ახალი პრობლემა დაემატა, რისი მიზეზიც გახდა ის, რომ „მაკლარენი“ მეტრულ სისტემას იყენებს. დუიმების სანტიმეტრებში გადაანგარიშებისას კი შეცდომა იქნა დაშვებული. ის მალე აღმოაჩინეს და გაასწორეს, მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა. ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ კვალიფიკაციის ძირითადი ნაწილის მსვლელობისას, გადაცემათა კოლოფში, გადაცემების მცდარი ფარდობები შეარჩიეს. ამის გამო, საშუალო სიჩქარე 366.76 კმ/სთ იყო, როცა გათვლებით, 368.54 კმ/სთ უნდა ყოფილიყო.

0.153676