ფეხბურთი

20:45 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" მშრალი სერია შეწყვიტა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" მიიღო და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე დმიტრო ივანისენიამ გახსნა. მეორე ტაიმში 62-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 78-ე წუთზე ლევან შენგელიას გოლმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

"დინამომ" სამმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და "ტორპედოსთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა. ქუთაისელები კი კვლავ მესამე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს კახა ჩხეტიანის გუნდი 28 მაისს შინ "დილასთან" გამართავენ, ხოლო "დინამო" "რუსთავს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სტატისტიკა
0.294746