ფეხბურთი

13:15 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები გარიგებას ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადება

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული, „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, „საქმის მასალებში არის ინფორმაციები“, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, საუბარია აგენტზე, რომელმაც ფეხბურთელების პროვოცირება მოახდინა. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა სახის ინფორმაციებია მოცემული საქმეში ამასთან დაკავშირებით.

„არის გარკვეული ინფორმაციები კონკრეტული პირის ჯანმრთელობის და სიცოცხლის თაობაზე. საუბრები მიდის იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ხდება ეს ყველაფერი. მანამდეც იყო მცდელობები, რომ ჩართული ყოფილიყო ჯონი შეროზია ამ საქმეში, თუმცა ყოველთვის იყო უარი მისი მხრიდან და არ მიდიოდა მსგავს ნაბიჯზე. ფაქტია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შემოსავალი არ მიუღია ამ საქმიდან", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

www.ipn.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112217