„ლივერპულის“ მცველი ალექსანდერ-არნოლდი ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა. ბრიტანული მედიის ცნობით, თუ ალექსანდრ-არნოლდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ იასპარეზებს, მაშინ მცველი გახდება ისტორიაში პირველი, რომელმაც ზედიზედ ორი ფინალი 21 წლის ასაკში ითამაშა.
იქიდან გამომდინარე, რომ ალექსანდრე-არნოლდს, მთელი სეზონის განმავლობაში, კლოპი ენდობოდა, დიდი ალბათობით, მცველი რეკორდს დაამყარებს.
ალექსანდერ-არნოლდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.