სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:40 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "არავის შერჩება ქართული ფეხბურთისთვის ზიანის მიყენება"
"მივიღებთ უმკაცრეს გადაწყვეტილებას, როგორც ფეხბურთელების, ისე კლუბების მიმართ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და რაც ქართულ ფეხბურთში აგორებულ სკანდალს დაეთმო.

კობიაშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დამნაშავე ფეხბურთელებმა ფეხბურთი ვერასდროს ითამაშონ. მისი თქმით, ეს საქციელი აზიანებს მთელინად ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს, რასთანაც შეგუებას ფეხბურთის ფედერაცია არ აპირებს.

„სამწუხაროდ გვიწევს ისეთ მტკივნეულ თემებზე საუბარი, რომელიც ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და დარწმუნებული ვარ ყველასთვის, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ, ფეხბურთის ფედერაცია და არავინ, არასდროს შევეგუებით იმ საქციელს, რაც ვნახეთ. საქციელი, რომელიც არამარტო მათ ეხებათ, არამედ ეხება და აზიანებს, მთლიანად ქართულ ფეხბურთს, მთელ ქვეყანას. ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირველი დღიდან ვებრძვით და მომავალში ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ. არცერთ ადამიანს არ შერჩება, ვინც თავის თავს აძლევს იმის უფლება, რომ ზიანი მიაყენოს არამხოლოდ საკუთარ სახელს ან კლუბს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ არის, მუშაობს ქართული ფეხბურთისთვის. უამრავი ადამიანია საქართველოში, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი და ყოველდღიურად ზრუნავენ, რაღაც პოზიტივი გააკეთონ. ეს ადამიანები, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფეხბურთელები, რომლებიც ბედავენ და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, არაფერს ფასი არ აქვს, ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ საშინელი ქმედებით.

მიუხედავად იმისა, რა პროცესები გატარდება, ნამდვილად არ ვაპირებ დღეს იმის თქმას, რომ გამოძიებას დაველოდებით, არ მაინტერესებს, ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიცაა. ჩვენ, ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული ფეხბურთელების, ასევე დიდი ალბათობით, კლუბების მიმართ. რატომ კლუბები? პირველი დღიდან ხაზს ვუსვამ, რომ ეს მარტო ფეხბურთის ფედერაციის პრობლემა არაა, ესაა ყველას პრობლემა და ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული, მათ შორის კლუბები და მისი ხელმძღვანელები. ეს საკითხი, რაზეც ახლა საუბარია, ეს იყო მანამდეც. დღეს და გუშინ რომ დაიწყო ზოგიერთმა სააგენტოებმა სხვა კადრების მოძიებები, ზუსტად მაშინ იყო, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდით და იყო კითხვები. ვიტყვი, ეს ეხება „რუსთავთან“ 2:3 წაგებას. მე მეორე გუნდის მიმართ კითხვები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების ქმედებები იმ თამაშში იყო ძალიან საეჭვოა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. არცერთი თამაში არ გამოგვიტევებია ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას, არაამრტო ეროვნულ ლიგაში, არამედ ქვედა ლიგებში. ყოველთვის ვართ აქტიურები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, გუნდების მოთამაშეების გვერდით დგომა, რომ ასეთი სიბინძურე და საშინელება აღარ გამეორედეს. ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ასეთი რამის გაკეთება, მოედანს ვერცერთი გუნდი ეღირსება. ჩემთვის, ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია, შესაძლოა, არ მაქვს ამის თქმის უფლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, ამ ფეხბურთელებმა ვერ ითამაშონ ფეხბურთი. ამის გარანტიას ვიძლევი ჩემი მხრიდან, რისი საშუალებაც მექნება ყველაფერს გავაკეთებ სადისციპლინო კომიტეტთან ერთად.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ გამოხმაურებებს, როდესაც კონკრეტული ადამიანები საუბრობენ ფინანსური პრობლემების შესახებ. აბსოლუტური ტყულია, როდესაც ცდილობენ ადამიანები და მათ შორის, ზოგიერთი სააგენტოები ცდილობენ გადაფარონ ეს ამბავი და გადაიტანონ აქცენტი, რომ თითქოს ამ კლუბებში დავალიანებები იყო. ერთადერთი დავალიანება, რაც „ვიტ ჯორჯიას“ ჰქონდა იყო ის, რომ ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული. ორი კვირის კი არა, საერთოდ რომ არ ჰქონდეს გაცემული, არანაირი გამართლება არ აქვს იმ საქციელს, რომელიც ამ ფეხბურთელებმა ჩაიდინეს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენელბსაც, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ისეთი მესიჯები გავაშუქოთ, რაც ხელს კი არ უწყობს ამ ადამიანებების ქმედებებს, არამედ ეწინააღმდეგება. ამას ვამბობ პირველივე დღიდან ნებისმიერ ადამიანს ვთხოვ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და ვებრძოლოთ ამ ყველაფერს. რას ვეუბნებით ადამიანებს, რომლებიც დღე და ღამის განმავლობაში მუშაობენ, რომ რაღაც გააკეთონ, რაღაც პოზიტივი ექმნან ფეხბურთში. რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებიც დღეს საქართველოში 10 ათასობით არიან და ოცნებობენ, რომ ფეხბურთელები გამოვიდნენ. არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები ვინმემ დაიცვან, ყველას დავუპირისპირდები ვინც უნდა იყოს. იმიტომ, რომ ის ადამიანები არიან იმის ღირსნი, რასაც მიიღებენ. ჩვენ არაერთხელ გასულ წლებშიც გამოგვიტანია განაჩენი, როგორც გუნდების, ისე ფეხბურთელები მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენსკენ იშვერენ ხელს და რომ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები და ა.შ. კლუბებს კი ეს ფეხბურთელები აყავდათ და თავიანთ რიგებში ათამაშებდნენ. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ადამიანი და კლუბი, მათ შორის ის კლუბიც, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები.

იცით ეს ფეხბურთელები იცით სად თამაშობდნენ წლების განმავლობაში? მცხეთაში ბეტონის მოედანზე და დღეს, რომ თამაშობენ გადასარევ მოედნებზე. ცხოვრებაში 10 ათასი მაყურებლის წინაშე არ უთამაშიათ, დღეს, რომ ბათუმში ყველაზე დიდი პოზიტივი სადაცაა ფეხბურთში, იქ რო იკადრებ ამის გაკეთებას, არ გაბედოს ვინმემ და ესენი არ დაიცვას. ყველას შევეწინააღმდეგები, ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყვნენ დასჯილნი. გავმეორდები, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, მაქსიმუმს გააკეთებს ფეხბურთის ფედერაცია, რომ ამ ფეხბურთელებმა ვეღარ ითამაშონ. იმ უფლების ფარგლებში რაც ჩვენ გვაქვს ყველაფერს გავაკეთებთ.

ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ებრძვის მსგავს ქმედებებს და ეს არაერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ მომავალში მსგავსი ზიანი მიაყენონ ფეხბურთს ვინც უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს ამ უბედურებაზე საუბრობენ. ეს არის უდიდესი ტკივილი ყველა ჩვენგანის და ყველას ვალდებულებაა, რომ ერთად დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს. ნურავინ გაბედავს საზოგადოების მოტყუებას და გაამართლოს ამ ადამიანების ქმედებები, ვინც ამბობს, რომ თვეობით არ აუღიათ ხელფასი, ეს არის ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ბოლო ორი კვირა ჰქონდათ სახელფასო დავალიანების პრობლემა.

რაც შეეხება ჩვენი ეროვნული ლიგის სპონსორს, კრიტალბეთს, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები მესმის, ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს და არ ჰქონია საქართველოს ჩემპიონატის თამაშები და ვინც ამბობს, რომ აქვს, ეს არის ტყუილი. კრიტსალბეთს ეროვნული ლიგის თამაშები არ აქვს!

„ტორპედოს“ რაც შეეხება, იცით ამ გუნდს 2018 წელს რამდენი ჰქონდა ბიუჯეტი? დაახლოებით 10-11 მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი, საიდანაც ფონდიდან მიიღო დაახლოებით 1.5-2 მილიონი, დანარჩენი კი მოზიდული თანხა იყო, როგორ უეფადან, ისე კერძო სექტორიდან და სპონსორებიდან. ფონდი რო არ იყოს, იქნებოდა ის „ტორპედო“, რომელიც ადრე იყო, მუნიციპალური გუნდი. კი ბატონო აქვს პრობლემა პარტნიორთან მიმართებაში, მაგრამ მე ვთხოვ ყველას, მათ შორის, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც ჩემი გადმოსახედიდან ბასოლუტურად უაზრო კომენტარი გააკეთეს, მეტად სცენე პატივი თავიანთ გუნდს, გულშემატკივრებს, რომლებიც დასდევენ ყველგან და გვერდში უდგანან. მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მე მქონდა უშუალოდ ხელმძღვანელებთან, გულშემატკივრებთან საუბარი და ვიცი ზუსტად პრობლემის შესახებ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა გუნდს დაუდგება გვერდში და გარწმუნებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ იყო და ყოველთვის იქნება. შესაძლოა აღარ ჰყავდეთ ძვირადღირებულები ფეხბურთელები, მაგრამ „ტორპედო“ ყოველთვის იარსებებს და ითამაშებს. უამრავი ლიგაა, სადაც იქმნება პრობლემები, მათ შორის, ჩვენს ბევრად დიდ მეზობელ ქვეყანაში, სადაც 6 თვე ვერ იღებენ ხელფასს, ეს ხდება, მაგრამ არავინ არ გამოდის და არ საუბრობს თამაშზე არ გავალთ და დავიშლებით. ყველა ფეხბურთელს მოვუწოდებ ჩაიხედონ თავიანთ კონტრაქტებში რისი უფლება აქვთ და პატივი სცენ თავიანთ ქალაქს, კლუბს და ფეხბურთს. დიახ, აქვთ პრობლემები, რადგან გაუსამმაგდათ და გაუოთხმაგდათ ხელფასები, ღმერთმა მილიონები აშოვნინოთ არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ შეიქმნა ეს პრობლემადა ერთად დავდგეთ და ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეთ და მსგავსი უაზრო კომენტარები ვაკეთოთ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

კიდევ მინდა შევეხო ფეხბურთელებს საქციელს, ხშირად გვესმის ამა თუ იმ ფეხბურთის მიუღებელი საქციელი, როდესაც ცდილობენ მსაჯზე გადაიტანონ ყურადღება, ამ თამაშზეც, ბათუმის „დინამო“ – „ვიტ ჯორჯია“ იმ 5 მოთამაშიდან ერთ-ერთი იყო, გვარს არ დავასახელებ, პირველი ტაიმის შემდეგ აპროტესტებდა მსაჯთან პენალტი რატომ არ დამიდეო და თვითონ რაზე ჰქონდა დადებული კარგად დავინახეთ. ზუსტად ეს არის მათი ალიბი, სხვისკენ გაიშვირონ ხელი. ამ გუნდში მწვრთნელს ჰქონდა ძალიან კარგი რეაქცია, როდესაც გუნდიდან წავიდა. კითხვები სხვაგან უნდა დაისვას, გუნდში უნდა დაისვას და მარტო ჩვენსკენ არ უნდა იშვერდნენ ხელს. კი ბატონო, ყოველთვის მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო, იმიტომ, რომ მტკივა.

კიდევ ვიმეორებ, ფეხბურთის ფედერაციის უფლებამოსილება რაც იქნება, ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ. ჩვენ აქამდეც დაგვისჯია ფეხბურთელები, მაგრამ შემდეგ გუნდებს გაუბედავთ და ტრიბუნალში გაუსაჩივრებიათ, რის შედეგადაც პირობითი მისცეს. ეს ფეხბურთელები დღესაც თამაშობენ სხვადასხვა გუნდებში და ზუსტად ეს არის უპასუხისმგებლობა იმ კლუბებისგან, რომლებმაც იციან, რომ ეს ფეხბურთელები იქ არ უნდა თამაშობდნენ, მაგრამ თამაშობენ და ზუსტად ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ყოველთვის სხვა ცდილობს პირადი ინტერესები გაატაროს. ამიტომ, ყველას ვთხოვ გვერდში დაგვიდგეს, რადგან ეს ყველას პრობლემაა.

ჩვენი კვლევებით ეროვნული ლიგიდან დაწყებული მეოთხე ლიგამდე დეტალური ინფორმაცია გვაქვს, მეც ვესწრები თამაშებს და ყველაფერი ვიცით. ფეხბურთის ფედერაცია პირველი დღიდან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურთან ერთად გავაგრძელებთ ამას მომავალში და არავის არ შერჩება ვინც გადაწყვიტას, რომ ზიანი მიაყენოს ფეხბურთს, ჩვენს ოჯახს და თითოეულ იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღე მუშაობს და იბრძვის იმისთვის, რომ ფეხბურთს როგორმე პოზიტივ შემატოს. კლუბების როლი უდიდესია, ჩვენ გვქონდა კლუბთან კომუნიკაცია და იცოდა, რომ გვქონდა კითხვის ნიშნები და როდესაც ვეუბნებით, რომ ემოქმედათ, მათ კი რეაქცია არ ჰქონდათ, ეს იწვევს პრობლემას. ამის გამო პასუხს აგებს ყველა, მათ შორის ხელმძღვანელობაც და კლუბიც. ბოლოს დავამატებდი, რომ ეს არ არის დასასრული, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ სხვა კლუბების სახელებიც აღმოჩნდეს, ჩვენი მოკვლევით და მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ილოცონ თავიანთი გვარები არ აღმოჩნდეს იქ“, - თქვა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, გარიგებულ მატჩებში მონაწილების ბრალდებით ორი დღის წინ „ვიტ ჯორჯიას“ სამი, „გურიას“ ორი, „ჭიათურას“ ერთი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111868
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X