ფეხბურთი

11:20 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ადრე თუ გვიან, კომპანი „სიტიში“ დაბრუნდება“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებთან, გუნდიდან კაპიტნის, ვენსან კომპანის წასვლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს „ქალაქელებმა“ ოფიციალურად გამოაცხადეს ბელგიელ მცველთან განშორების შესახებ.

„ძალიან დაგვაკლდება. თუმცა, ვფიქრობ, მომავალში ისევ შევხვდებით. ადრე თუ გვიან, ის დაბრუნდება. ახლადდამთავრებული დიდებული სეზონი მისთვის საუკეთესო ვარიანტი გამოდგა დამშვიდობებისთვის. კომპანი ნამდვილი კაპიტანია, ის ძალიან დაგვეხმარა გამარჯვებაში.“ - უთხრა გვარდიოლამ Goal-ს.

კომპანი „სიტიში“ 2008 წლიდან თამაშობდა. კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის და ოთხჯერ ლიგის თასები. ბელგიელმა „სიტიში“ 360 შეხვედრა ჩაატარა.

0.144765