ფეხბურთი

23:32 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შინდაგორიძის ორი შედევრი და "დინამოს" მიჯრით მესამე წაგება

„დინამო თბილისი“ მძიმე ვითარებაშია. ფელის ვისენტეს გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში უკვე მიჯრით მესამედ წააგო და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩა. „დინამოს“ მე-14 ტურის დასკვნითი მატჩის ჩატარება მოქმედ ჩემპიონ და ლიდერ „საბურთალოსთან“ მოუწია და უქულოდ დარჩა.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი ისეთი ეფექტური გოლი გავიდა, ბარე-ორ ფეხბურთელს, შეხვედრასა და ჩემპიონატს რომ დაამშვენებდა.

ლაშა შინდაგორიძე დიდებულ სეზონს ატარებს და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „საბურთალოს“ ლიდერმა 67-ე და 75-ე წუთებზე მატჩის ბედი გადაწყვიტა და თავისი გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში მე-14 ტურის მერეც დატოვა. გოლები კი მართლაც დიდებული იყო - ლაშამ ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისორლა და ხოსე პერალესის კარის ცხრიანი დალაშქრა, მერე უფრო ახლო დისტანციიდან გაისროლა და ზუსტად იგივე წერტილში მოახვედრა ბურთი - 2:0.

ბრწყინვალე გოლები გამოვიდა, ნახვა რომ ღირს და თანაც, არაერთხელ. „საბურთალომ“ 30 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით გადაასწრო. „დინამო თბილისის“ ვითარება კი უკვე ძალიან დამძიმდა.

ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ფლაგმანმა ბათუმში განცდილი მარცხისა და თბილისური დერბის წაგების შემდეგ, ისევ ვერ მოახერხა საკუთარი აქტივისთვის ქულის შემატება და ბუნებრივია, ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა - 10 ქულა ლიდერთან ჩამორჩენა და მეხუთე ადგილი...

„საბურთალო“ – „დინამო“ 2:0

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (67), 2:0 შინდაგორიძე (75)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.26707