ფეხბურთი

17:55 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" გვარდიოლას ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ მზადაა პეპ გვარდიოლას შესანარჩუნებლად თანხა არ დაზოგოს. როგორც გამოცემა The Sun-ი იტყობინება, „ქალაქელები“ მზად არიან, ესპანელს ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივონ და სეზონში 23 მილიონი ევრო გადაუხადონ.

თანხმობის შემთხვევაში გვარდიოლა „სიტიში“ 115 მილიონ ევროს მიიღებს კონტრაქტის ბოლომდე.

მოქმედი ხელშეკრულება კი პეპსა და ინგლისურ გუნდს შორის 2021 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული და ესპანელი ანაზღაურების სახით სეზონში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ავარჯიშებს. მიმდინარე სეზონში კი გუნდს ინგლისში სამივე ტიტული მოაგებინა და პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.

Loading...
სტატისტიკა
0.262972