ფეხბურთი

2:40 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბარძალიმ კარიერა დაასრულა (+VIDEO)

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი "იუვესა" და "ატალანტას" მატჩიდან საზეიმოდ გააცილეს. ბარძალის მატჩის დაწყებამდე სპეციალური დერეფანი მოუწყვეს, მერე კი მე-60 წუთზე შეცვალეს და ქომაგებთან დამშვიდობების შანსიც მისცეს.

ბარძალი "იუვენტუსში" 2011 წლის იანვრიდან თამაშობდა და რვაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ოთხჯერ იტალიის თასი და ამდენჯერვე იტალიის სუპერთასი მოიგო. ტურინელთა რიგებში 38 წლის ფეხბურთელმა 280 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

"იუვეს" გარდა ანდრეა „რონდინელას“, „პისტოიეზეს“, „ასკოლის“, „კიევოს“, „პალერმოსა“ და „ვოლფსბურგის“ ღირსებას იცავდა. 2009 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, 2004 წელს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონი, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს მიაღწია, როდესაც იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

სტატისტიკა
0.275866