ფეხბურთი

15:45 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "თუ გადაწყვეტილებებს მე არ მივიღებ, წავალ"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ თუ ვინმე მის საქმიანობაში ჩაერევა, დაკავებულ პოსტს დატოვებს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, გადაწყვეტილებას ან თავად მიიღებს, ან გუნდს დატოვებს.

„თუ მე არ შემეძლება იმის გაკეთება, რაც მინდა, მაშინ წავალ, ეს ცხადია. სეზონის ბოლოთამაშია და გვინდა გულშემატკივრებს კარგი თამაშით და გამარჯვებით დავემშვიდობოთ. რთული წელი იყო, მაგრამ წინ ვიყურებით და მომდევნო სეზონზე ვფიქრობთ.

ტრანსფერები? ეს ჩემი გადასაწყვეტია. მე ვარ მწვრთნელი და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს დავტოვებ. იქნება ცვლილებები, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა მოხდება. ლუკა? (ლუკა ზიდანი - რედ) როდესაც სეზონი დაიწყება, ავირჩევ ვინ იქნება პირველი და ვინ მეორე, გადავწყვეტ სასტარტო შემადგენლობას, ვინ დარჩება სათადარიგო სკამზე. ჩემმა შვილმა მადრიდში დაამტკიცა თავისი ხარისხი, ის ისეთივე ფეხბურთელია, როგორც სხვა დანარჩენები“, - თქვა ზიდანმა.

Loading...
სტატისტიკა
0.234932