სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:39 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ტორპედოს" ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვს და ეს ისტორია უნდა გაგრძელდეს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" ორი დღის წინ ქუთაისის "ტორპედოს" მხარდაჭერა გამოუცხადა. მოგეხსენებათ, იმერულ გუნდში მწვავე ფინანსური ვითარებაა და "საბურთალომ" პირველი იყო, რომელიც აღნიშნულ საკითხს საჯაროდ გამოეხმაურა.

ხსენებულ საკითხზე სასაუბროდ "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ვეწვიეთ, რომლის განცხადებით, "ტორპედოს" ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანელი და განსაკუთრებული ქომაგები ჰყავს.

როგორც ხეჩიკაშვილმა WORLDSPORT.GE-სთან საუბარში თქვა, "ტორპედოს" ყველა ერთად უნდა დაუდგეს გვერდში და რაც მთავარია, მომხდარიდან სწორი ანალიზი გამოიტანონ.

"ტორპედოს" ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ქართული ფეხბურთის განვითარებაში და განსაკუთრებული გულშემატკივრები ყავს. ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს ძლიერ გუნდს და საფეხბურთო ზეიმს, შესაბამისად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ზეიმი და ეს ისტორია გაგრძელდეს.

ვფიქრობ, ყველა კლუბი დამეთანხმება იმაში, რომ ჩვენ ძლიერი კონკურენციის ფონზე უნდა გავძლიერდეთ და არა ერთმანეთის დასუსტების ხარჯზე. მითუმეტეს, რომ კარს მომდგარია ევროასპარეზი, რომელშიც აუცილებელია ყველა ქართული კლუბი ღირსეულად წარსდგეს და ეს ქართული კლუბებისთვის გამოწვევაა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ძლიერი "ტორპედო" ნიშნავს ძლიერი კონკურენციის წინაპირობას.

სუფთა თამაშის წესების დაცვა აუცილებელია. „საბურთალო“ ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს და დღესაც ამის ერთგულია. „ტორპეპდოს“ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ მხარში, ასევე მის გულშემატკივრებს და რაც ყველაზე მთავარია უნდა მოხდეს სწორი ანალიზი იმ მიზეზებისა, თუ რატომ მოხდა, რომ დღეს კლუბი კრიზისშია. სწორი ანალიზის შემდგომ შესაძლებლობა გვექნება სწორი დასკვნები გავაკეთოთ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და გარდა იმისა, რომ „ტორპედოს“ დავეხმარებით კრიზისიდან გამოყვანით, შევძლებთ პრევენციას, რომ სხვა კლუბებიც არ აღმოჩდნენ იგივე სიტუაციაში. ერთად, ერთიანი ძალისხმევით ქართული ფეხბურთი უნდა განვავითაროთ. დარწმუნებული ვარ ჩვენს ინიციატივას ჩვენი კოლეგები გამოეხმაურებიან. ფეხბურთის ფედერაცია უშუალოდ ჩართულია ამ პროცესში. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ასეთ სიტუაციაში ერთად დგომა შეგვიძლია და ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენ კონკურენტულ გარემოში ვიყოთ. მხოლოდ ღირსეული კონკურენციის ფონზე შევძლებთ ევროპაზე წარმატებით გამოვიდეთ.

„ტორპედოს“ მაგალითზე მგონია მენეჯმენტმაც კარგი გამოცდილება მიიღო, იმისთვის რომ შემდგომში უფრო სტაბილურად განვითარდეს. ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რომ ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს ერთმანეთთან, რათა გამოცდილება გავუზიაროთ და არ ვიყოთ ჩაკეტილ სივრცეში. ევროპაში ძალიან ბევრი კარგი მაგალითია, როცა ბევრი საერთო აქვთ კლუბებს. ჩვენ უნდა ვეძებოთ ის რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც გვყოფს. ვიმედოვნებ, რომ ტენდენცია, როდესაც ერთი კლუბის დასუსტების ხარჯზე სხვა კლუბები ძლიერდებოდნენ, წარსულს ჩაბარდა, რადგან მგონია, რომ ერთმანეთის სიძლიერე უნდა იყოს ჩვენი სიძლიერის საწინდარი. ძლიერი „ტორპედო“ ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ პრინციპის ერთგულები ვრჩებით“ - გვითხრა ხეჩიკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.100241
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X