ფეხბურთი

15:50 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა

ტურინის „იუვენტუსიდან“ მასიმილიანო ალეგრი დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ალეგრი მომავალი სეზონიდან „იუვეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იმუშავებს. ჯერჯერობით კი უცნობია ვინ შეცვლის იტალიელ სპეციალისტს.

შეგახსენებთ, რომ მასმილიანო ალეგრიმ „იუვე“ 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. აღნიშნულ პერიოდში კი შავ-თეთრებს 11 ტიტული მოაგებინა (5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 2 იტალიის სუპერთასი) და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.123469