ფეხბურთი

20:00 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიასთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიაში შეკრება დაასრულა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა შვეიცარიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო. 14 ივნისს ახალგაზრდული ნაკრები 1:3 დამარცხდა და ერთადერთი გოლი საქართველოს მხრიდან გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.

მეორე ამხანაგური მატჩი კი დღეს, 16 მაისს შედგა და ამჯერად მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. ქართველთა მხრიდან თავი გიორგი გვიშიანმა გამოიჩინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით საქართველომ განვლილ ორ ამხანაგურ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობებით ითამაშა:

14 მაისი

შვეიცარია U17 - საქართველო U17 3:1

საქართველო: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.

16 მაისი

შვეიცარია U17 - საქართველო U17 2:1

საქართველო: ასათიანი, ამბროსიძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, სალუქვაძე, აბჟანდაძე, უგრეხელიძე, ზოსიაშვილი, ტატიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112821