ფეხბურთი

13:43 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინი-ფეხბურთში ფან-კლუბები ჩემპიონატი იწყება

ა(ა)იპ სპორტული თაობა ატარებს ჩემპიონატს მინი-ფეხბურთში ,რომელშიც მონაწილეობას უცხოური და ქართული გუნდების ფან-კლუბები მიიღებენ. თითოეულ გუნდში 11 მოთამაშე იქნება. ფან-კლუბები ჩემპიონთა ლიგის პრინციპით დაჯგუფდენენ, გამარჯვებულები კი playoff-ებში გაარკვევენ საუკეთესოს.

" ფან-კლუბ ლიგა 2019" ჩემპიონატის მეორე სეზონია. პირველ სეზონთან შედარებით გუნდების რაოდენობა გაიზარდა, ჩემპიონატში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელიც 3 ჯგუფში განაწილდა.

ჯგუფი A

1. საბურთალო

2. ბათუმის დინამო

3 იუვენტუსი (forzajuve)

4. ბარსელონა

ჯგუფი B

1.არსენალი

2. დინამო თბილისი

3. იუვენტუსი (juventus club)

4. ვალენსია

ჯგუფი C

1. ლოკომოტივი

2. ბრაზილია

3. ლივერპული

4. მილანი

ჩემპიონატი 18 მაისს 16.00საათზე აიღებს სტარტს. პირველ და მეორე დღეს 7-7 მატჩია ჩანიშნული. საკონტაქტო ნომერი: 579 02 45 26

Loading...
0.113801