სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:43 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ლამპარდის საფეხბურთო გაკვეთილი მარსელო ბიელსას! (+VIDEO)
პრემიერლიგის საგზურისთვის მეგობრების, ფრენკ ლამპარდისა და ჯონ ტერის დუელი გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შემდეგ პლეი-ოფის ფინალის საგზური „დერბი ქაუნთიმ“ მოიპოვა.

ნახევარფინალში „დერბი“ „ლიდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა, რომელმაც პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე 1:0 მოიგო და წყვილში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. თანაც, „ელან როუდის“ ბინადრები პრემიერლიგას დანატრებულნი არიან, იქ ხომ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშიათ... „ლიდსს“ კვლავ მოცდა მოუწევს და ახლა სათანადოდ მომავალი სეზონისთვის უნდა მოემზადოს.

არადა, მარსელო ბიელსას გუნდისთვის „ელან როუდზეც“ ყველაფერი კარგად დაიწყო, 24-ე წუთზე სტიუარტ დალასის გოლით დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში უპირატესობა განიმტკიცა. თუმცა, მასპინძელთათვის კოშმარული გამოდგა პირველი ტაიმის ბოლო და მეორე ტაიმის პირველი წუთი. ფრენკ ლამპარდის გუნდმა ჯეკ მერიოტისა და მეისონ მოუნთის გოლებით წინ გასვლა მოახერხა. ვინაიდან ჩემპიონშიფის პლეი-ოფში სტუმრად გატანილი გოლის წესი არ მოქმედებს, ყველაფერი თანაბარი იყო. 58-ე წუთზე „დერბიმ“ მესამე დაამწუხრა კიკო კასილია და ჰარი უილსონმა პენალტი გაიტანა. თუმცა, ზუსტად 4 წუთში „ლიდსი“ ბრძოლაში სტიუარტ დალასის დუბლით დაბრუნდა - 2:3. მერე იყო გაეტანო ბერარდის 10-წუთიან ინტერვალში მიღებული ორი ყვითელი ბარათი და იორკშირელები რიცხბრივ უმცირესობაში დარჩნენ. 85-ე წუთზე კი, ჯეკ მერიოტი მეკარესთან პირისპირ დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2 „დერბის“ სასარგებლოდ.

„ქაუნთიმ“ „ლიდსი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (4:3) და ჩემპიონშიფის ფინალში ქამ-ბექის წყალობით გავიდა. ფრენკ ლამპარდმა კი, მარსელო ბიელსას საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. მოგეხსენებათ, ლამპარდი მთავარ მწვრთნელად პირველ სეზონს ატარებს და როგორც უნდა დასრულდეს მისი გუნდისთვის ეს სეზონი, უდაოდ აქტივში უნდა ჩავუწეროთ. სხვათა შორის, „დერბი“ პრემიერლიგაში 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო მისი მეტოქე ფინალში, „ასტონ ვილა“ ბოლოს ინგლისის ელიტარულ ლიგაში 2015-2016 წლების სეზონში ირჯებოდა.

„ცოტა ხნის წინ ფეხბურთში რამდენიმე ქამ-ბექი ვნახეთ და ამიტომ, არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ყველაფერი დასრულებული გახლდათ“, - თქვა ნამატჩევს ლეგენდარულმა ფრენკმა.

ცნობისთვის, ჩემპიონშიფის ფინალი კი 27 მაისს „უემბლიზე“ გაიმართება. ფრენკ ლამპარდს კი მეგობრის, ჯონ ტერის წინააღმდეგ მოუწევს გარჯა, რომელიც ამჟამად „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

„ლიდს იუნაიტედი“ – „დერბი ქაუნთი“ 2:4 (1:1)

გოლები: 1:0 დალასი (24), 1:1 მერიოტი (45), 1:2 მოუნთი (46), 1:3 უილსონი (58, პენ), 2:3 დალასი (62), 2:4 მერიოტი (85)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110496
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X