ფეხბურთი

20:44 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმმა" სომეხი ფეხბურთელი გაიფორმა

"ჰოფენჰაიმმა" 25 წლის სომეხი შემტევი სარქის ადამიანი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით შემტევმა გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარქისი განვლილ სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "რეგენსბურგში" ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2013 წლიდან ადამიანი სომხეთის ნაკრების წევრია, 15 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.

0.113611