სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:31 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" პრინციპული გამარჯვება და "ტორინოს" სარეკორდო სეზონი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგა, სადაც „რომამ“ „იუვენტუსი“ მიიღო.

ტურინელები სამი კვირის წინ გახდნენ ჩემპიონები და ბუნებრივია მათთვის ამ შეხვედრის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თანაც, მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის დედაქალაქს დიდი დანაკლისით ეწვია. „რომა“ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გამალებით იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ კლაუდიო რანიერის გუნდის შანსი ძალიან მცირეა.

„იუვემ“ „ოლიმპიკოზე“ კარგად დაიწყო და თითქოს გოლი უნდა გაეტანა. მაგრამ შედარებელი იყო „ჯალოროსის“ კარის დარაჯი ანტონიო მირანტე, რომელმაც სამჯერ აშკარა გოლს გადაარჩინა თავისი გუნდი. ხუან კუადრადომ ვერ ივარგა ახლო მანძილიდან, მერე ორჯერ პაულო დიბალამ კრიშტიანუ რონალდუს პასი ვერ შეირგო. პორტუგალიელმა მეორე ტაიმის შუაწელს დიბალას პასი გამოიყენა და მეტოქის კარი აიღო. თუმცა, თამაშგარე მდგომარეობა იყო და გოლი სამართლიანად გაუქმდა.

ბოლოსკენ კი, „რომამ“ საწადელს მიაღწია. ჯორჯო კიელინის შეცდომის შემდეგ ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დარჩენილმა ალესანდრო ფლორენციმ ჩინებულად ითამაშა და პუბლიკა გაახარა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ედინ ჯეკომ ტურინელთა დამარცხება გააოფიციალურა - 2:0. სხვათა შორის, ამ მატჩში „რომას“ სტადიონზე მიმდინარე სეზონში სარეკორდო დასწრება დაფიქსირდა. ამასთან, 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ სტუმრად „იუვენტუსი“ ყველაზე მეტჯერ „რომასთან“ დამარცხდა (სამჯერ). „ჯალორისის“ 62 ქულა აქვს და ახლოსაა ოთხეულთან, მაგრამ „ატალანტაზე“ და „მილანზე“ წამგებიან პოზიციაშია და იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ორი ტური დარჩა, რომაელებს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

„ტორინოც“ ინარჩუნებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს, მაგრამ ალბათ ევროპა ლიგის საგზურითაც კმაყოფილი იქნება, რადგან ესეც არ აქვს გარანტირებული. ვალტერ მაძარის გუნდი საოცარ სეზონს ატარებს - მხოლოდ 6-ჯერ წააგო 36 ტურში და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ „იუვენტუსს“ აქვს. „ტორინომ“ ამჯერად სახლში „სასუოლოს“ აჯობა, რომელთანაც 27-ე წუთიდან აგებდა. მერე უამრავი საგოლე მომენტი გაატანა ქარს. მათ შორის, ანდრეა ბელოტიმ პენალტი ვერ გაიტანა. ბელოტიმ იტალიის ჩემპიონატში მეშვიდედ გააცუდა თერთმეტმეტრიანი და ეს 2014-2015 წლების სეზონიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (ერთი „პალერმოში“, ექვსი „ტორინოში“). თუმცა, მეორე ნახევარში ტურინელთა კაპიტანი გმირი გახდა. ბელოტიმ ჯერ გაათანაბრა, მაგრამ პოლ ლიროლამ ისევ „სასუოლო“ დააწინაურა. „ხარები“ 81-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ 83-ე წუთზე უკვე წინ იყვნენ. სიმონე ძაძა მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში ბელოტიმ შედევრი შექმნა - „მაკრატელა“ გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. საინტერესო დამთხვევაც, გასულ სეზონში ბელოტიმ ამავე სტადიონზე და იმავე კარში, სადაც ამჯერზე, „სასუოლოს“ „მაკრატელა“ გაუტანა და ახლაც იგივე გააკეთა. მართლა ეფექტური და ლამაზი გოლი გამოდგა. ერთიც - „ტორინოს“ 60 ქულა აქვს და მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, ეს მისი სარეკორდი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ტურინელთა ევროსაგზური კითხვის ნიშნის ქვეშაა და 15 მაისს, იტალიის თასის ფინალი შედეგი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თუ „ლაციო“ მოიგებს, მეშვიდე ადგილი არაფრის მომტანი იქნება, ხოლო თუ „ატალანტა“, მაძარის გუნდს მეშვიდე ადგილიც გაიყვანს ევროპა ლიგის გათამაშებაში.

გენუაში, „სამპდორიამ“ თანაქალაქელი „ჯენოა“ გაწირა. ეს ამ გუნდთა მტრობიდან გამომდინარე გასაკვირი არაა. „სამპას“ „ჯენოას“ უშუალო კონკურენტი „ემპოლი“ ესტუმრა და ტოსკანელებს სამი ქულა გაატანა. გენუელთაგან მორიგი, 26-ე გოლი გაიტანა ფაბიო კვალიარელამ და ბომბარდირობა პრაქტიკულად გაიფორმა, რადგან უპირატესობა სოლიდურია (4 გოლი უახლოეს მდევარ დუვან ძაპატასთან). სხვათა შორის, იტალიელმა ფორვარდმა ხსენებული გოლებიდან მეცხრე მიითვალა პენალტით და 2004-2005 წლების სეზონიდან ერთ სეზონში ამაზე მეტი პენალტი იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს გატანილი (10, 2011-2012 წლების სეზონში). „ემპოლი“ გამარჯვების მიუხედავად გასავარდნ ზონაში დარჩა, მაგრამ ერთი ქულა აშორებს „ჯენოას“ და ორი „უდინეზესა“ და „ბოლონიას“. აქვე გეტყვით, რომ ლევან მჭედლიძე განაცხადშიც არ ყოფილა.

„უდინეზე“ უკვე გავარდნილ „ფროზინონეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 3:1 აჯობა. ფრიულელებმა 37 ქულას მოუყარეს თავი, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალება არ აქვთ, რადგან როგორც უკვე ვთქვით, „ემპოლის“ ოდენ 2 ქულით უსწრებენ.

და ბოლოს, „ნაპოლიმ“ არაფრის მომცემ თამაშში „სპალს“ მარიო რუის ბოლოსკენ გატანილი გოლით აჯობა (2:1). ეს თამაში არც ნეაპოლელთათვის დაარც „სპალისთვის“ არაფერს წყვეტდა.

36-ე ტური ორშაბათს, „ბოლონია“ – „პარმასა“ და „ინტერი“ – „კიევოს“ მატჩით დასრულდება.

„რომა“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (4-3-3): მირანტე; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ძანიოლო, ნზონზი, პელეგრინი (კრისტანტე 67); კლუივერტი (ჯენგიზ იუნდერი 78), ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (კანსელუ 85), კასერესი, კიელინი, სპინაცოლა; ემრე ჯანი, პიანიჩი (ბენტანკური 71), მატუიდი (ალექს სანდრო 84); კუადრადო, რონალდუ, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ფლორენცი (79), 2:0 ჯეკო (90)

გაფრთხილება: ჯეკო (51), ძანიოლო (75), კოლაროვი (90) - ემრე ჯანი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 5 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: დავიდე მასა

„ტორინო“ – „სასუოლო“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბურაბია (27), 1:1 ბელოტი (56), 1:2 ლიროლა (71), 2:2 ძაძა (81), 3:2 ბელოტი (82)

„ფროზინონე“ – „უდინეზე“ 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 ოკაკა (11), 0:2 სამირი (41), 0:3 ოკაკა (44), 1:3 დიონისი (85)

„სამპდორია“ – „ემპოლი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ფარიასი (56), 0:2 დი ლორენცო (75), 1:2 კვალიარელა (90, პენ)

„სპალი“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ალანი (49), 1:1 პეტანია (84, პენ), 1:2 მარიო რუი (88)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.123638
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X