სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

22:45 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ზედიზედ მეხუთე რბოლა დუბლით მოიგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თავად განსაჯეთ, რა უფრო მთავარია - ის, რომ „მერსედესმა“ ზედიზედ მეხუთე რბოლა მოიგო დუბლით, თუ ის, რომ ლუის ჰამილტონმა ესპანეთში მოპოვებული გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. ნებისმიერ შემთხვევაში, სამქიმიანების დომინაცია აშკარაა და ამის სიმბოლო იყო ისიც, რომ გამარჯვების აღსანიშნად, გუნდმა კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება, „მერსედეს-ბენცის“ შეფს, დიტერ ცეტშეს მისცა.

რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, რომელმაც სტარტზევე შეძლო პოულზე მყოფი ვალტერი ბოტასის ჩამოტოვება და ფინიშამდე ლიდერობა არავისთვის დაუთმია მაშინაც კი, როცა ბოქსებში საბურავების გამოსაცვლელად, ორჯერ შევიდა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ამ სეზონში მესამე, კარიერაში კი 76-ე გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობაც დაიბრუნა. ამასთან, უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და ამისთვის დამატებითი ქულა მიიღო. „ხუთი დუბლით ჩვენ ისტორიაში შევედით და ვამაყობ, რომ ამის თანამონაწილე ვარ“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტარტზე ბოტასს გადაბმულობის სისტემამ უმტყუნა. როგორც ფინელმა თქვა, სისტემამ რამდენჯერმე დაკარგა ჩაჭიდება და სწორედ ამის გამო, მისი მანქანა ოდნავი დაგვიანებით აჩქარდა. პირველ მოსახვევში შესვლისას, ის ჰამილტონსა დასებასტიან ფეტელს შორის აღმოჩნდა. ჰამილტონმა შეასწრო, ფეტელს კი მუხრუჭების დაბლოკვამ მოუწია და მოხვევაც უფრო გვიან დაიწყო, რამაც ბოტასს მეორე პოზიციის შენარჩუნების საშუალება მისცა. მალე ფეტელს მაქს ფერსტაპენმა გაასწრო, რომელმაც მესამე პოზიცია ფინიშამდე იოლად შეინარჩუნა.

რბოლის 47-ე წრეზე ერთმანეთს ლანდო ნორისი და ლანს სტროლი დაეჯახნენ, რის გამოც, რამდენიმე წრით, პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა მოექცა. მაგრამ ამას ბევრი არაფერი შეუცვლია.

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, მონტმელო, დისტანცია 307.104 კმ (4655 მ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 4.074
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 7.679
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 9.167
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 13.361
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 19.576
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 28.159
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 32.342
  9. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 33.056
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 34.641
  11. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 35.445
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 36.758
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 39.241
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 41.803
  15. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 46.877
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 47.691
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1 წრე
  19. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 22 წრე
  20. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 22 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:18.492 (54-ე წრე, 213.499 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 112 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 105; 3. მაქს ფერსტაპენი - 66; 4. სებასტიან ფეტელი - 64; 5. შარლ ლეკლერი - 57; 6. პიერ გასლი - 21; 7. კევინ მაგნუსენი - 14; 8-9. სერხიო პერესი, კიმი რაიკონენი - 13; 10. ლანდო ნორისი - 12; 11. კარლოს საინსი - 10; 12-13. დანიელ რიკარდო, ნიკო ჰულკენბერგი - 6; 14. ლანს სტროლი - 4; 15-16. ალექსანდერ ალბონი, დანიილ კვიატი - 3; 17. რომენ გროჟანი - 1; 18-20. ანტონიო ჯოვინაცი, ჯორჯ რასელი და რობერტ კუბიცა - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 217 ქულა; 2. ფერარი - 121; 3. რედ ბულ-ჰონდა - 87; 4. მაკლარენ-რენო - 22; 5. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 17; 6. ჰაასი - 15; 7. ალფა რომეო-ფერარი - 13; 8. რენო - 12; 9. ტორო როსო-ჰონდა - 6; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.217597
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X