სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:05 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისევ „სიტი.“ ზედიზედ მეორედ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის ბოლო ტურს დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. მართალია, მატჩები ერთსა და იმავე დროს დაიწყო, ყველა მაინც დარწმუნებული იყო - „სიტი“ „ბრაიტონთან“ ქულებს არ დაკარგავდა და საქმეს ოფიციალურ ბეჭედს დაარტყამდა.

მასპინძელმა ბრაიტონელებმა მხოლოდ პირველ ნახევარ საათს გაუწიეს „ქალაქელებს“ ერთგვარი წინააღმდეგობა, ანგარიშიც კი გახსნეს, მაგრამ სტუმრებმა მაშინვე გაათანაბრეს და ამის შემდეგ აღარავის შეპარვია მათ გამარჯვებაში. ოთხიდან განსაკუთრებით ეფექტური მაჰრეზის მესამე გოლი გახლდათ, როცა ალჟირელმა მოხდენილად ჩამოიცილა მეტოქე მცველი და მეკარე რაიანს ზედა კუთხეში გაუტანა.

საფინალო სატვენის შემდეგ გვარდიოლა მუხლებზე დაემხო და ბედნიერებისგან კინაღამ გული შეუწუხდა. „სიტი“ ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ასეთი რამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ვერავის მოეხერხებინა. ზედიზედ 14 მოგება სეზონის ფინიშზე ბევრს ნიშნავს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ქალაქელებმა“ აჯობეს გუნდს, რომელმაც ასევე ფანტასტიკური სეზონი ჩაატატრა.

„ლივერპულმა“ 97 ქულა დააგროვა და ამით ერთგვარი რეკორდიც დაამყარა. აქამდე ხუთ საუკეთესო ევროპულ ჩემპიონატში მეორე ადგილი ამდენი ქულით არავის დაეკავებინა. მხოლოდ ერთი თამაში წააგო და ისიც „სიტისთან.“ ასეთი გუნდის ჯობნა კი მანჩესტერელების გამარჯვებას უფრო პრესტიჟულსა და წონიანს ხდის.

მერსისაიდელებმა „მგლებს“ სადიო მანეს დუბლით 2:0 აჯობეს. ამისდაკვალად, სენეგალელს 22 გოლი მოუგროვდა და ამდენივეგოლიან მოჰამედ სალაჰსა და არსენალელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლე გახდა.

თუმცა „ლივერპულს“ სეზონის ტრიუმფით დასრულების შანსი კიდევ აქვს. 1 ივნისს „წითლები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თანამემამულე „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.

სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური ასევე „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემმა“ მოიპოვეს. თუმცა, თუ 29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში „არსენალმა“ „ჩელსი“ დაამარცხა, ამ ოთხეულს ისიც შეუერთდება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 38-ე ტური. 12 მაისი

ბრაიტონი - სიტი 1:4

ბრაიტონი. „ამექსი.“ 30 662

1:0 მიურეი (27), 1:1 აგუერო (28), 1:2 ლაპორტი (38), 1:3 მაჰრეზი (63), 1:4 გიუნდოგანი (72)

ბრაიტონი: რაიანი, ბრუნო (მონტოია 83), დაფი, დანკი, ბერნარდო, ნოკარი, კაიალი, ბისუმა, გროსი, ჯაჰანბახში (ლოკადია 67), მიურეი (ანდონე 67)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

სიტი: ედერსონი, უოკერი (დანილო 88), კომპანი (ოტამენდი 86), ლაპორტი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დავიდ სილვა (დე ბრუინი 78), მაჰრეზი, სტერლინგი, ბერნარდუ სილვა, აგუერო

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება არ ყოფილა

ლივერპული - ვულვერჰემპტონი 2:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 331

1:0, 2:0 მანე (17, 82)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (გომესი 84), ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 88), მანე, სალაჰი, ორიჯი (მილნერი 64)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვულვერჰემპტონი: რუი პატრისიუ, ბენეტი, კოადი, ბოლი, კასტრო (ვინარგე 84), დოჰერტი (ტრაორე 81), დენდონკერი, ნევეში, მოუტინიუ (გიბს-უაიტი 84), ხიმენესი, ჟოტა

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ბენეტი (49), ჟოტა (50)

ბარნლი - არსენალი 1:3

0:1, 0:2 ობამეიანგი (52, 63), 1:2 ბარნსი (65), 1:3 ნკეტია (90+5)

კრისტალ პალასი - ბორნმუთი 5:3

1:0, 2:0 ბატშუაი (24, 32), 3:0 სიმპსონი (37, საკ. კარში), 3:1 ლერმა (45), 3:2 აიბი (56), 4:2 ვან ანჰოლტი (65), 4:3 კინგი (73), 5:3 თაუნსენდი (80)

ლესტერი - ჩელსი 0:0

მანჩესტერი - კარდიფი 0:2

0:1, 0:2 მენდეს-ლენგი (23 პენ, 54)

საუთჰემპტონი - ჰადერსფილდი 1:1

1:0 რედმონდი (41), 1:1 პრიტჩარდი (55)

ტოტენჰემი - ევერტონი 2:2

1:0 დაიერი (3), 1:1 უოლკოტი (69), 1:2 ტოსუნი (72), 2:2 ერიკსენი (75)

უოტფორდი - ვესტ ჰემი 1:4

0:1 ნოუბლი (15), 0:2 ლანსინი (39), 1:2 დეულოფეუ (47), 1:3 არნაუტოვიჩი (71), 1:4 ნოუბლი (78 პენ)

გაძევება: ოლებასი (უოტფორდი, 48)

ფულემი - ნიუკასლი 0:4

0:1 შელვი (9), 0:2 პერესი (11), 0:3 შერი (61), 0:4 რონდონი (90+1)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111454
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X