ფეხბურთი

15:43 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსი" ზოლიანი მაისურებით აღარ ითამაშებს

ტურინის "იუვენტუსმა" 2019-2020 წლების სეზონის საშინაო მაისურები ოფიციალურად წარადგინა. მომავალ სეზონში ტურინული გრანდი მისთვის უჩვეულო დიზაინის ფორმით ითამაშებს.

მაისურეზე არ ქნება ზოლები, ფერები კი უცვლელია: შავ-თეთრი ფერი, რომელთაც ერთმანეთისგან პატარა ვარდისფერი ზოლი გამოყოფს, რომელიც ისტორიას ასახავს. საქმე ისაა, რომ "იუვეს" პირველი ფორმა სწორედ ვარდისფერი იყო.

აღსანიშნავია, რომ იტალიური გრანდის ახალმა მაისურმა საყოველთაო მოწონება ვერ დაიმსახურა და ქომაგები მიიჩნევენ, რომ გუნდმა ტრადიაციას არ უნდა უღალატოს. აქვე გეტყვით, რომ "იუვენტუსი" ახალი დიზაინის მაისურით პირველად დღეს ითამაშებს ("რომასთან").

თეგებიიუვენტუსი
0.112873