ფეხბურთი

22:41 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ზაფხულში 9 ფეხბურთელს დაემშვიდობება

კატალონიის „ბარსელონაში“ ზაფხულში დიდი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. „ბლაუგრანამ“ უკვე გაიფორმა ფრენკი დე იონგი და მის გარდა, რამდენიმე ახალწვეულიც ეყოლება.

As-ი კი, იმ ფეხბურთელთა შესახებ წერს, რომლებიც კატალონიას დატოვებენ. მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ესპანური გამოცემის ცნობით, „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ერთბაშად ცხრა ფეხბურთელი დატოვებს.

ივან რაკიტიჩი, ფილიპე კოუტინიო, მალკომი, რაფინია, კევინ-პრინს ბოატენგი, ჯეისონ მურილო, ტომას ვერმაელენი, იესპერ სილესენი და სამუელ უმტიტი „კამპ ნოუზე“ მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით, აღარ ითამაშებენ.

გარდა ამისა, ესპანური მედია იტყობინება, რომ ერნესტო ვალვერდეს მემკვიდრეთა შორის, მთავარი ფავორიტი „ბლაუგრანას“ ლეგენდა, რონალდ კუმანი გახლავთ. კატალონური გრანდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ჰოლანდიელს განიხილავს.

შეგახსენებთ, „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან“ სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ძირეული ცვლილებების საფუძველიც სწორედ „ენფილდ როუდზე“ განცდილი კატასტროფული მარცხი გახლავთ.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116716