ფეხბურთი

0:40 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი წარუდგინა

უეფამ ევროპულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის რეორგანიზაციას გეგმავს.

ტურნირში ისევ 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ 8 ოთხგუნდიანი ჯგუფის ნაცვლად, 4 რვაგუნდიანი ქვეჯგუფი შეიქმნება, რაც ბუნებრივია მატჩების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.

ასეთ შემთხვევაში უეფა უარს იტყვის შაბათ-კვირას მატჩების ჩატარებაზე (რაც სუპერლიგის შექმნის იდეიდან გამომდინარეობს), რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებას. ახალი ფორმატის თანახმად, ქვეჯგუფებში საწყის ხუთ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მიიღებენ მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლებას.

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი კი ამბობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეაა და გადაწყვეტილი არაფერია:

„ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა. ეს მხოლოდ იდეები და მოსაზრებებია“, - თქვა სლოვენიელმა.

Loading...
სტატისტიკა
0.220789