თამაშგარე

13:52 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესს “სვეცკობის ჭია“ შეეყარა

კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი და შვილების დედა, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი თავიდან ნამეტნავად უბრალო და უპრეტენზიო ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი დღენიადაგ იმას იძახდა, რომ არასოდეს მიილტვოდა ფუფუნებისკენ და მისთვის მთავარი საყვარელ ადამიანებთან ბუნებრივი ურთიერთობები იყო.

თუმცა, აგერ გამოხდა ხანი და როგორც ჩანს ამ ქალბატონსაც გაუღვივდა გულ-ჯიგარში ამპარტავნებისა და “სვეცკობის ჭია“. ცოტა ხნის წინ ესპანური ბულვარული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯორჯინას კრიშტიანუსათვის ერთ-ერთი უძვირფასესი ბრილიანტის შეძენა უთხოვია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.

საუბარია ბრილიანტზე, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ლონდონელი კოლექციონერის ხელშია და ფინანსური პრობლემების გამო კოლექციონერმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ბრილიანტის რეალური ღირებულება ჯერ არაა ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას მისი მფლობელი 70 მილიონ დოლარზე ნაკლებად არ შეელევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121083