„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულის“ მიერ „ბარსელონას“ განადგურების შემდეგ (4:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„რატომ თამაშობს ასე კარგად „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაში? მიზეზი - „ენფილდია.“ ეს ყველაზე ადუღებული სტადიონია ევროპაში. ერთადერთი არენა, სადაც არასოდეს გინდა ჩასვლა და თამაში. „ენფილდზე“ ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა.“ - უთხრა ვენგერმა BeIN Sports-ს.
ლივერპული მეოთხე კლუბი გახდა ევროპაში, რომელმაც ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩში განადგურების შემდეგ (0:3), გამარჯვება და ფინალში გასვლა მაინც შეძლო.
მერსისაიდელები გადამწყვეტ მატჩში „აიაქსი“ – „ტოტენჰემის“ გამარჯვებულს შეხვდებიან.