ფეხბურთი

10:51 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა გაამხილა, როგორ დახვედრას ელის „ენფილდზე“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომელიც „ლივერპულის“ ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა, „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უამბო, როგორ დახვედრას ელის ლივერპულში.

„ვფიქრობ, მეტი აპლოდისმენტები იქნება, ვიდრე სტვენა. თუ ვიღაცეებს სტვენა აბედნიერებს, დაე უსტვინონ. მაგრამ ასეთი ბევრი არ მგონია იყოს. უმეტესობა ალბათ ისეთი იქნება, ვინც მადლობელია.

როცა ხედავ კლუბის თანამშრომლებს, რომლებიც მელოდებიან რათა ჩემი შვილებისთვის საჩუქრები გადმომცენ, როცა იმ სიყვარულს და სითბოს გრძნობ, რომლითაც ლივერპულში მელოდებიან, რაზეა საუბარი. აქ შემეძინა შვილი და პირველი სტადიონი სადაც ერთად მივედით „ენფილდი“ იყო. ეს ძლიან ბევრს ნიშნავს.“ - უთხრა სუარესმა The Guardian-ს.

ასევე ურუგვაელმა გამოცემას განუცხადა, რომ გოლის გატანის შემთხვევაში, არ აღნიშნავს, რადგან „ლივერპულის“ ქომაგებს დიდ პატივს სცემს.

„ლივერპული“ – „ბარსელონას“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134088