ფეხბურთი

17:12 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "გამარჯვება ლამაზი ფეხბურთით? სად იყო "აიაქსი" აქამდე?"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ გამარჯვება მთავარია და არაა აუცილებელი ამის გაკეთება ლამაზი ფეხბურთით. ვეტერანი შვედის განცხადებით, მთავარი შედეგია და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

„მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა, მნიშვნელობა მხოლოდ ამას აქვს. თუ იმარჯვებ და ლამაზად არ თამაშობ, მაინც გაკრიტიკებენ, მაგრამ ეს შეცდომაა.

„აიაქსი“ კარგად თამაშობს და იმარჯვებს? კი, მაგრამ სად იყო „აიაქსი“ აქამდე? „ბარსელონა“? მას ჯერ კიდევ არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა. მთავარია გამარჯვება და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ფეხბურთით მოახერხებ ამის გაკეთებას“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111358