სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:42 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთი კაცის განსხვავება (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველი რაუნდის შემდეგ იკითხება: „აიაქსი“ – „ბარსელონა“. ამსტერდამელებმა ლონდონში მოიგეს და წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს, ხოლო „ბარსელონამ“ შინ იმარჯვა, მაგრამ ისეთი სოლიდური და კომფორტული უპირატესობით, რომ ძნელად სავარაუდოა, ფინალს მიღმა დარჩეს.

არადა, „ნოუ კამპზე“ ჩასულ „ლივერპულს“ რიგ ეპიზოდებში ტოლი არ დაუდია მეტოქისთვის და ზოგჯერ სჯაბნიდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ერთ ფეხბურთელშია. „ბარსას“ ლიონელ მესი ჰყავს, „ლივერპულს“ - არა. ესაა და ეს. არგენტინელმა მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს ფინალისკენ მიუძღვება. სანამ მესის წარმოდგენის დრო დადგებოდა, იქამდე ლუის სუარესმა გახსნა ანგარიში და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (36-ე დარტყმიდან). ეს ანგარიში 75-ე წუთამდე შენარჩუნდა, მაგრამ მერე კატალონელთა სუპერვარსკვლავმა კლანჭები გამოაჩინა.

ლეომ 7-წუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა, მეორე გოლი კი ფანტასტიკური იყო - ჯარიმიდან შეაგდო. ეს სამხრეთ ამერიკელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი მანძილიდან (29 მეტრი) გატანილი ჯარიმა გამოდგა. გარდა ამისა, ეს იყო „ბარსას“ რიგებში მე-600 გოლი! ოთხი დღის წინ კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა მე-600 გოლი საკლუბო კარიერაში და აგერ, პასუხმაც არ დააყოვნა.

თამაშს რაც შეეხება, მთლიანობაში თანაბარი იყო და ალბათ, „ლივერპული“ ასეთ უიმედო წაგებას არც იმსახურებდა. მაგრამ რას იზამ - ლეო მესი განსხვავებას იძლევა და ეს უკვე მერამდენედ დამტკიცდა. იურგენ კლოპის გუნდს კი უკან დასახევი გზა და ყურების ჩამოყრის დრო აღარ აქვს. რთული მისიის წინაშე დადგა, მაგრამ ერთი წლის წინ, "რომასგან" კარგი მაგალითი აქვს. ვნახოთ, რა მოხდება "ენფილდურ სერიაში".

„ბარსელონა“ – „ლივერპული“ 3:0 (1:0) VIDEO

ბარსელონა, „ნოუ კამპი“

მაყურებელი: 98 299

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო (ალენა 90), პიკე, ლენგლე, ალბა; ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; მესი, სუარესი (დემბელე 90), კოუტინიო (სემედუ 60)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„ლივერპული“ (4-3-1-2): ალისონი; გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი (ორიჯი 84), ფაბინიო, კეიტა (ჰენდერსონი 24); ვეინალდუმი (ფირმინო 78); სალაჰი, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 სუარესი (26), 2:0 მესი (75), 3:0 მესი (82)

გაფრთხილება: ლენგლე (39), სუარესი (75), ალბა (86) - ფაბინიო (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.212763
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X