ფეხბურთი

19:46 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაილისთვის სეზონიც დასრულდა და აფრიკის თასსაც დააკლდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ერიკ ბაილი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. კოტ დივუარელი ფეხბურთელი კვირას, ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩისას დაშავდა და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ტრავმა სერიოზულია.

ბაილის მუხლი აქვს დაშავებული და გარდა იმისა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში „მანჩესტერს“ ვერ დაეხმარება, ვერც აფრიკის თასზე ითამაშებს, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

ბაილიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 12 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109598