კალათბურთი

13:40 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის “დელტეკომ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

ბექა ბურჯანაძის “დელტეკომ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და თავი დააღწია გასავარდნ ზონას. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია და შანსი იმისა, რომ პირველ წრეში თითქოს უიმედოდ მყოფი სანსებასტიანური გუნდი უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, საკმაოდ დიდია.

სანსებასტიანელებმა მორიგი გამარჯვება შინ, “მონბუს ობრადორიოსთან” მოიპოვეს – 85:72. გამარჯვებაში სოლიდური წვლილი მიუძვის ბექა ბურჯანაძეს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ბექამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. მის თანაგუნდელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დანიელ პერესი, 10 ქულა და 11 მოხსნა ბლაგოდა სეკულიჩის ანგარიშზე დაგროვდა.

9 მოგებითა და 20 მარცხით “დელტეკო” 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა. თუმცა 9 მოგება აქვს კონკურენტ “ბრეოგანსაც”, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ “მურსიას” 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 8 მოგება გააჩნია. მომდევნო მატჩს, 5 მაისს, სანსებასტიანელები სწორედ "მურსიასთან", სტუმრად ჩაატარებენ.

0.132272