ფეხბურთი

1:05 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

168 დღის შემდეგ - ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა

ზუსტად 168 დღის შემდეგ ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. შვეიცარიის თასის ნახევარფინალში "ლუცერნი" "თუნს" დაუპირისპირდა და ფინალში ვერ გავიდა, რადგან 0:1 დამარცხდა.

ქართველმა განაპირა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და ეს იყო პირველი თამაში სასტარტო შემადგენლობიდან გასული წლის 4 ნოემბრის შემდეგ შვეიცარიული გუნდის მაისურით. ოთარმა რამდენიმე დღის წინ სუპერლიგაში "სენტ გალენთანაც" ითამაშა, მაგრამ ცვლილებიდან გამოჩნდა მოედანზე.

მიუხედავად იმისა, რომ "ლუცერნი" დამარცხდა, შვეიცარიის თასის ფინალმა შესაძლოა ქართველის გარეშე არ ჩაიაროს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში 25 აპრილს, ლევან ხარაბაძის "ციურიხი" "ბაზელს" დაუპირისპირდება და ფინალში გასვლას ეცდება.

0.115214