ფეხბურთი

17:07 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაცხარებული იბრა: "მსაჯი ყავას სვამდა! სასჯელის არ მეშინია, რადგან MLS მე ვარ" (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის ბოლო ტურში ლოს ანჯელეს „გალაქსიმ“ „ჰიუსტონ დინამო“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის მთავარი არბიტრი ხაირ მარუფო გააკრიტიკა.

შვედმა თქვა, რომ მსაჯი ყავას სვამდა და თან პენალტი დანიშნა. საქმე ისაა, რომ „გალაქსი“ იბრაჰიმოვიჩის გოლით იგებდა, რომელიც სწორედ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში „ჰიუსტონმა“ წონასწორობა ასევე პენალტით გაათანაბრა, თუმცა, თამაშის წესის დარღვევა რეალურად საჯარიმოს მიღმა იყო.

იბრას გაცხარებაც ამან გამოიწვია. მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ MLS-ის დისკვალიფიკაციის არ ეშინია, რადგან MLS-ი თავადაა:

„არ მინდა ბევრი ჩივილი, მაგრამ ჩემი აზრით, მსაჯი ყავას სვამდა და რაც მოხდა, არ დაუნახავს. არ ვიცი, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ალტერ ეგომ მიიღო. არ მინდა, ძალიან კრიტიკული ვიყო, რადგან MLS-მა შეიძლება დამსაჯოს. თუმცა, MLS-ი მე ვარ და შესაბამისად, არ მეშინია“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონი 37 წლის შვედისთვის შესანიშნავად დაიწყო და 5 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.136213