ფეხბურთი

19:50 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ვიტალი დარასელიას ტურნირის გამარჯვებულია

„დინამო თბილისი“ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის გამარჯვებულია. დღეს, ფინალურ შეხვედრაში „დინამო“ იტალიურ „ემპოლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 23-ე წუთზე იობაშვილმა გაიტანა. თბილისელი ფეხბურთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდაც არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ მეორე გოლი არ გასულა.

ამრიგად, „დინამომ“ ტრადიცია დაარღვია და ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე ჩემპიონობა პირველად მოახერხა.

Loading...
0.109934