კალათბურთი

0:05 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში “ტიტებმა” “კაკტუსს” სძლია და პლეი ოფი შეავსო

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, მე-18 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს “ტიტები” და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს უნდა გაერკვია პლეი ოფში გამსვლელი ბოლო – მერვე გუნდის ვინაობა. შესაბამისად, პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდი გადათამაშებაში ხვდებოდა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ “კავკასიასთან” მოუწევდა.

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს გუნდი აღმოჩნდა “კაკტუსი”, რომელიც “ტიტებთან” მატჩის წინ ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ გუნდს 17 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რათა პლეი ოფში შესულიყო და გადათამაშებისგანაც თავი დაეღწია. პირიქით კი მოხდა. “ტიტებმა” საკმაოდ გააზრებულად და შედეგიანად ითამაშეს, რისი წყალობითაც 15 ქულით – 86:71 მოიგეს და ცხრილში საბოლოოდ მე-8 ადგილზე დამკვიდრდნენ. “კაკტუსი” კი მე-9 ადგილზე დარჩა და 23 აპრილიდან “კავკასიასთან” საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაებმება, რომლის გამარჯვებულიც სუპერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საგზურს მოიპოვებს. აღნიშნული სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ბოლო ადგილზე გასულ “რუსთავს”, დებულების თანახმად, მას მომავალი სეზონის სუპერლიგაში “ა” ლიგის გამარჯვებული “ვერა” ჩაანაცვლებს.

ტიტები – კაკტუსი
სტატისტიკა: 86:71

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულებულია და ერთად წარმოგიდგენთ საბოლოო ცხრილსა და მეოთხედფინალური სერიების წყვილებს. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე, ფინალის ჩათვლით, სერია გრძელდება 3 მოგებამდე.

სუპერლიგის პლეი ოფი 1 მაისიდან დაიწყება.

gbf.ge

0.132023