კალათბურთი

21:45 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“თსუ-ჰიუნდაიმ” “დინამოს” სძლია და მეოთხედფინალურ სერიაშიც შეხვდება

სიმბოლურია, რომ სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის უკვე მეორე მატჩში ის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რომლებიც პლეი ოფში დაუპირისპირდებიან. დღეს დაგეგმილ პირველ მატჩში “მგზავრებმა” “ბათუმი” დაამარცხა და ცხრილში ისე განაწილდა ადგილები, რომ ეს გუნდები მეოთხედფინალში დაწყილდნენ. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, “დინამოსა” და “თსუ-ჰიუნდაის” დაპირისპირებამდევე ცნობილი იყო, რომ პლეი ოფის პირველ წრეში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებოდნენ.

ამ მატჩის ინტრიგა მხოლოდ ის გახლდათ, მოახერხებდა თუ არა “თსუ-ჰიუდნაი” დინამოელთა 6 ქულით დამარცხებას და ცხრილში გადასწრებას. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა 98:89 იმარჯვა და ცხრილში მე-4 ადგილზე გავიდა, “დინამო” კი მე-5-ზე ჩავიდა. ორივე გუნდი თბილისურია დ ამოედნის უპირატესობას მათ შორის მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, სატურნირე თვალსაზრისით მათ შორის ადგილების განაწილებას მნიშვნელობა არ ჰქონია.

მატჩის მონაწილეებმაც იცოდნენ ეს და შეხვედრამ ლაღად, ზედმეტი დააბულობის გარეშე ჩაიარა. სანდრო სანაძის დიდებული გარჯის წყალობით თსუ-ჰიუნდაელებმა, რომლებსაც 2 ლეგიონერი – ჯეიმს მილიკენი და რატკო პეტრიჩი აკლდათ, დამაჯერებლად მოუგეს “დინამოს”. ასე და ამგვარად, მეოთხედფინალშიც ეს გუნდები შეხვდებიან და ნახევარფინალში ის გავა, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.

დინამო – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 98:89

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129868