თამაშგარე

12:20 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

როდის ჩაიდებს პირში სასტვენს კლაუდია რომანი?

ცნობილი იტალიელი მოდელი და ფეხთშვერის სპეციალისტი კლაუდიო რომანი ფეხბურთზე შეყვარებული ქალი რომ იყო და საფეხბურთო კლუბ “მილანს“ თავგადაკლულად გულშემატკივრობდა - ცნობილი ამბავი იყო, რადგან ამის შესახებ თავად მოდელსაც არაერთხელ უთქვამს და “სან სიროს“ ტრიბუნებზეც ბევრს დაულანდავს.

თუმცა, ბევრმა ალბათ არ იცის, რომ კლაუდია რომანი სხვა ყველაფერთან ერთად ლიცენზირებული მსაჯიცაა, რომელსაც როგორც სერია “ა“-ს, ასევე სერია “ბ“-ს მატჩების განსჯის უფლება აქვს მინდობილი და ეს ლიცანზია უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთული სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებით აქვს მოპოვებული.

უკვე 36 წლის მოყრილ კლაუდია რომანის მართალია მსაჯობის ცოდნა და ლიცენზია ჯერ არასოდეს გამოუყენებია, მაგრამ იგი ხშირად ამბიბს, რომ გამორიცხული არასოდეს არაფერია. აქედან გამომდინარე შესაძლებელია დადგეს დღე, როდესაც ეს დიდებული ქალბატონი პირში სასტვენს ჩაიდებს.

0.143294