ფეხბურთი

21:05 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პენიაროლის" მეკარის სამაგალითო საქციელი, რომელმაც გულშემატკივარს პენალტი შეასრულებინა (+VIDEO)

ურუგვაის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „პლაზა კოლონიამ“ მონტევიდეოს „პენიაროლს“ უმასპინძლა. ბუნებრივია, ამ შეხვედრის შესახებ საუბარს არ ვაპირებთ.

უბრალოდ, საფინალო სასტვენის შემდეგ აღსანიშნავი ეპიზოდი ვიხილეთ. მოედანზე დაუნის სინდრომით დაავადებული გულშემატკივარი შევიდა, რომელიც სტუმართა კარის დარაჯთან მივიდა და პენალტის დარტყმა სთხოვა.

„პენიაროლის“ მეკარე არ გაკადნიერებულა და ღიმილით თანხმობა განუცხადა. შედეგად, ქომაგმა თერთმეტმეტრიანი დაარტყა, გაიტანა და აღნიშნა კიდეც...

უშუალოდ შეხვედრა კი "პენიაროლმა" გუზმან პერეირას პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116976