სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:27 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ჩემპიონობა მომავლისთვის გადადო, "მილანმა" ოქროს სამი ქულა მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს 32-ე ტური ფერარაში დაიწყო, სადაც „სპალს“ „იუვენტუსი“ ესტუმრა და კინკილა ქულაც ოფიციალურად გააჩემპიონებდა. თუმცა, „იუვემ“ ეს ქულა ვერ მოიპოვა.

ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ და მატჩამდე მასიმილიანო ალეგრიმ შემადგენლობა ძირფესვიანად გადაახალისა. სასტარტოში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა და ორმა ფეხბურთელმაც ცვლილებაზე ითამაშა. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული - ტურინელები ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩზე ფიქრობენ. აი, „სპალისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა და მოტივაცია ჰქონდა ამ დაპირისპირებას. „იუვემ“ ტაიმი მოიგო. მორიგი გოლი გაიტანა მოიზე კინმა, რომელიც თუ თამაშობს, იტანს კიდეც. თუმცა, მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა - ჯერ კევინ ბონიფაციმ გაათანაბრა, მერე სერჯო ფლოკარიმ გამარჯვების გოლიც გაუტანა ტურინულ გრანდს. მოკლედ, „სპალმა“ მოიგო და ელიტაში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. „იუვეს“ კი მომავალ ტურში მოუწევს ალბათ ზედიზედ მერვე სკუდეტოს გაფორმება. თუ რა თქმა უნდა, მანამდე „ნაპოლიმ“ არ შეუწყო ხელი, რადგან ნეაპოლელებს ამ ტურში სათამაშო აქვთ და თუ ვერ მოიგებენ, „იუვენტუსი“ მაინც ჩემპიონი გახდება. ჰო, კიდევ ერთიც - ანდრეა ბარძალიმ ამ მატჩის შემდეგ დააანონსა, რომ ეს სეზონი მის საფეხბურთო კარიერაში უკანასკნელია. 38 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იტალიის ნაკრებში აქტიურ საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

ტურის გამორჩეული მატჩი კი მილანში შედგა, სადაც „მილანმა“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი გვიანმა გოლმა გადაწყვიტა. მატეო მუსაკიოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ფრანკ კესიემ გაიტანა და „როსონერიმ“ ოქროს სამი ქულა მოიპოვა. „მილანი“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, თუმცა ბრძოლა გრძელდება, რადგან კონკურენტებიც იქვე არიან.

უპირველეს ყოვლისა „რომა“, რომელმაც „უდინეზე“ ედინ ჯეკოს ერთადერთი გოლით დაამარცხა და ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზიას ისევ აცხადებს.

„სპალი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კინი (30), 1:1 ბონიფაცი (49), 2:1 ფლოკარი (74)

„რომა“ – „უდინეზე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯეკო (67)

„მილანი“ – „სპალი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კესიე (79, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.194874
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X