სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:15 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ნაცნობების მონატრებული შეხვედრა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოეთხედფინალურ წყვილებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს ამსტერდამის „აიაქსისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დუელი იწვევს. ამ დაპირისპირების პირველი ნაწილი დღეს „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართება.

საერთოდ, „აიაქსი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრებს ძალზე დიდი ისტორია აქვს და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შეხვედრიან ერთმანეთს. თუმცა, ამაზე დეტალურად ქვემოთ.

იქამდე კი ვთქვათ, რომ „იუვენტუსს“ სკუდეტოს მოგება პრაქტიკულად გაფორმებული აქვს, ხოლო „აიაქსი“ გასულ ტურში გალიდერდა ერედივიზიონში და ჩინებულ ხასიათზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამსტერდამში სერიოზული დანაკლისით ჩავიდა, რადგან გუნდს ბოლო მომენტში კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. მის გარდა, ემრე ჯანი და მარტინ კასერესიც დაშავებულები არიან. სამაგიეროდ დაბრუნდნენ ანდრეა ბარძალი, დუგლას კოშტა, მატია პერინი და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელ ფეხბურთელს ორი კვირა გაუცდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ალეგრის განცხადებით, სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება. ფედერიკო ბერნარდესკისა და ბლეზ მატუიდის კი ფრთხილად თამაში მართებთ, რადგან ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში საპასუხო შეხვედრას გამოტოვებენ.

რაც შეეხება „აიაქსს“, ერიკ ტენ ჰაგის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია, მაზრაუის გამოკლებით, რომელიც დისკვალიფიცირებულია. აი, ტურინული მატჩის გამოტოვების საშიშროება კი ბლინდს, დე ლიხტს, ტალიაფიკოსა და ვან დე ბეეკს ემუქრებათ. მცირე ტრავმა აწუხებდა ფრენკი დე იონგს, მაგრამ გამოჯანმრთელდა და მოედანზეც იქნება.

ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი): „იუვენტუსის“ წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ და მთავარია დადებითი შედეგი. „იუვე“ გამოცდილი გუნდია და შეუძლია სხვადასხვა სტილით თამაში. ეს ჩვენთვის მორიგი დიდი დაბრკოლება იქნება „რეალთან“ და „ბაიერნთან“ თამაშის შემდეგ. ჩვენ კარგი ნახევარდაცვა გვყავს და აქცენტს ბურთის კონტროლზე ვაკეთებთ, თუმცა თუ ბურთი არ გვექნება, მაქსიმალურად სწრაფად უნდა დავიბრუნოთ“.

მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „აიაქსი“ ძლიერი გუნდია, „რეალი“ გამოთიშა და „ბაიერთან“ თანაბრად ითამაშა. გახსნილ თამაშს ველოდები და არმგონია, რომ 0:0 დამთავრდება. ამიტომ, ტექნიკურად, ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ და სიმტკიცე გამოვავლინოთ. „ატლეტიკოს“ დამარცხება, რომელიც თავს კარგად იცავს, ადვილი არ იყო, მაგრამ ასეთი ქამ-ბექი ხშირად არ ხდება. შესაბამისად, ამ შეხვედრაში გოლი უნდა გავიტანოთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საფუძველი შევიქმნათ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; ვოელტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; ვან დე ბეეკი, შონე, დე იონგი; ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად გავიდა და ევროპის ორი პრესტიჟული გუნდი ამსტერდამში დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდმა მერვედფინალში დიდებული ქამ-ბექები შემოგვთავაზა. „აიაქსი“ „რეალთან“ ჯერ შინ დამარცხდა (1:2), მაგრამ სტუმრად 4:1 იმარჯვა და შემტეგ ეტაპზე გავიდა. „იუვენტუსმა“ კი „ატლეტიკოსთან“ 0:2 წაგების შემდეგ სახლში 3:0 მოიგო კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით და მეოთხედფინალში გავიდა.

„იუვენტუსი“ ბოლო ხუთ სეზონში მესამედ ეცდება ნახევარფინალში გასვლას, ხოლო „აიაქსს“ საუკეთესო ოთხეულში 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ ჰოლანდიელები სწორედ „იუვენტუსთან“ დამარცხდნენ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებებს დიდი ისტორია აქვს. სულ 12-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, ტურინელებმა 6-ჯერ მოიგეს, ორჯერ ამსტერდამელებმა, ხოლო 4 თამაში ფრედ დასრულდა.

ხსენებული 12 დაპირისპირებიდან 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა. 1973 წელს ბელგრადში ჯონი რეპის გოლით „აიაქსმა“ მოიგო, ხოლო 1996 წელს რომში „იუვენტუსმა“ პენალტების სერიით იმარჯვა. გოლები იმ შეხვედრაში ფაბრიციო რავანელიმ და იარი ლიტმანენმა გაიტანეს.

„იუვენტუსი“ „აიაქსს“ საპლეი-ოფო სტადიაზე ოთხჯერ დაუპირისპირდა და ოთხჯერვე გავიდა შემდეგ ეტაპზე. ბოლოს ასეთი რამ 2009-2010 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ჰოლანდიაში 2:1 მოიგო, ხოლო ტურინში გოლი არ გასულა. ეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალის ეგიდით.

იქამდე, „იუვემ“ 1996-1997 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ადვილად აჯობა მეტოქეს. სტუმრად 2:1 და შინ 4:1. 1977-1978 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა და ტურინელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს. მანამდე, სამი წლით ადრე კი, უეფას თასის 1/8 ფინალში „აიაქსმა“ შინ 2:1 მოიგო, სტუმრად 0:1 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

გარდა ამისა, იყო ორი მატჩი 2004-2005 წლების სეზონშიც, ჯგუფურ ეტაპზე და „იუვემ“ ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ამსტერდამში ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს (1997 წელს 2:1, 2004 წელს 1:0 და 2010 წელს 2:1) კონკრეტულად „აიაქსთან“. ისე კი, „იოჰან კრუიფ არენაზე“ 1998 წელს „ბებერმა სინიორამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო „რეალთან“ (0:1).

სტატისტიკა

„აიაქსი“

„აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქამდე 12-ჯერ უთამაშია და დადებითი ბალანსი აქვს: 8 მოგება, 4 წაგება.

2002-2003, „მილანი“ (0:0, 2:3)

1996-1997, „ატლეტიკო“ (1:1, 3:2 დამატებით დროში)

1995-1996, „დორტმუნდი“ (2:0, 1:0)

1994-1995, „ჰაიდუკი“ (0:0, 3:0)

1979-1980, „სტრასბური“ (0:0, 4:0)

1977-1978, „იუვენტუსი“ (1:1, 1:1, პენ: 0:3)

1972-1973, „ბაიერნი“ (4:0, 1:2)

1971-1972, „არსენალი“ (2:1, 1:0)

1970-1971, „სელტიკი“ (3:0, 0:1)

1968-1969, „ბენფიკა“ (1:3, 3:1, 3:0 დამატებითი მატჩი)

1966-1967, „დუკლა“ (1:1, 1:2)

1957-1958, „ვასუსი“ (2:2, 0:4)

1969 წელს „ბენფიკასთან“ წაგება „აიაქსისთვის“ მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთადერთია საშინაო მოედანზე (6 მოგება, 5 ფრე).

სანამ „აიაქსი“ „რეალს“ მადრიდში დაამარცხებდა, იქამე მიჯრით 7 მატჩი არ ჰქონდა საპლეი-ოფო სტადიაზე მოგებული (2 ფრე, 5 წაგება) მას შემდეგ, რაც „ატლეტიკო“ 3:2 დაამარცხა.

„აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ამსტერდამში 6 თამაშია არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება). ბოლოს ასეთი რამ 1995-1996 წლების სეზონში მოხდა „დორტმუნდთან“ (1:0).

მიმდინარე სეზონში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ევროასპარეზზე ჩატარებული 14 თამაშიდან ერთადერთი წააგო (8 მოგება, 5 ფრე). ეს მარცხი მერვედფინალში „რეალთან“ (1:2) განიცადა. საკუთარ მოედანზე კი 7 მატჩიდან 5 მოიგო, ერთხელ დამარცხდა და ერთხელაც ფრეს გამორჩა „ბაიერნთან“ (3:3).

„აიაქსი“ ერთადერთი გუნდია მეოთხედფინალში, რომელიც ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. დანარჩენი გუნდებისთვის ჩემპიონთა ლიგა ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო (ისევე, როგორც მერვედფინალიდან გავარდნილი 8 გუნდისთვის).

„აიაქსი“ ეცდება რვა მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულოს იტალიური გუნდების წინააღმდეგ. ბოლო გამარჯვება 2002 წლის დეკემბერში, „რომას“ წინააღმდეგ თარიღდება (2:1) ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე.

ამსტერდამელებს იტალიელების წინააღმდეგ 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშიათ, როდესაც „მილანს“ ორჯერ დაუზავდნენ (შინ 1:1, სტუმრად 0:0) ჯგუფურ ეტაპზე. ისიც აღსანიშნავია, რომ „აიაქსს“ სერია A-ს ბინადრებთან ბოლო 5 თამაში არ წაუგია (1 მოგება, 4 ფრე). ბოლოს სწორედ „იუვენტუსთან“ დამარცხდა 2010 წლის თებერვალში.

„აიაქსის“ ბალანსი პლეი-ოფში იტალიური გუნდების წინააღმდეგ უარყოფითია: 5 მოგება, 7 წაგება. მათ შორის ბოლო ოთხი შემთხვევიდან სამჯერ გამოეთიშა ასპარეზობას. ხოლო 7 გამოთიშვიდან 4 „იუვენტუსის“ კისერზეა.

„იუვენტუსი“

„იუვენტუსისთვის“ ეს რიგით მე-19 მეოთხედფინალი იქნება. ტურინელთა ბალანსი დადებითია: 12 მოგება, 6 წაგება.

2017-2018, „რეალი“ (0:3, 3:1)

2016-2017, „ბარსელონა“ (3:0, 0:0)

2014-2015, „მონაკო“ (1:0, 0:0)

2012-2013, „ბაიერნი“ (0:2, 0:2)

2005-2006, „არსენალი“ (0:2, 0:0)

2004-2005, „ლივერპული“ (1:2, 0:0)

2002-2003, „ბარსელონა“ (1:1, 2:1 დამატებით დროში)

1998-1999, „ოლიმპიაკოსი“ (2:1, 1:1)

1997-1998, „დინამო კიევი“ (1:1, 4:1)

1996-1997, „როსენბორგი“ (1:1, 2:0)

1995-1996, „რეალი“ (0:1, 2:0)

1985-1986, „ბარსელონა“ (0:1, 1:1)

1984-1985, „სპარტა“ (3:0, 0:1)

1982-1983, „ასტონ ვილა“ (2:1, 3:1)

1977-1978, „აიაქსი“ (1:1, 1:1 პენ: 3:0)

1972-1973, „უიპეშტი“ (0:0, 2:2 სტუმრად გატანილი გოლით იმარჯვა)

1967-1968, ბრაუნშვაიგის „აინტრახტი“ (2:3, 1:0, 1:0 დამატებით მატჩში)

1961-1962, „რეალი“ (0:1, 1:0, 1:3 დამატებით მატჩში)

12 თვის წინ „იუვენტუსმა“ შინ „რეალთან“ 0:3 წააგო, მაგრამ სტუმრად 3:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურინელები ბოლო წუთამდე 3:0 იგებდნენ, მაგრამ ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გაიტანა. პორტუგალიელი დღეს „იუვეს“ ფეხბურთელია.

„იუვენტუსის“ ბალანსი ჰოლანდიური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში დადებითია: 4 მოგება, 1 წაგება. საინტერესოა, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ოთხჯერვე „აიაქსის“ ბარიერი დაძლია.

მიმდინარე სეზონში „ბიანკონერიმ“ საწყისი ორი გასვლითი მატჩი მოიგო „ვალენსიასთან“ (2:0) და „მანჩესტერთან“ (1:0), მაგრამ შემდეგ „იანგ ბოიზთან“ (1:2) და „ატლეტიკოსთან“ (0:2) დამარცხდა.

შვეიცარიაში მარცხით შეწყდა ტურინელთა ხუთმატჩიანი მოგებების სერია გასვლით მატჩებში.

„იუვენტუსი“ ერედივიზიონის წარმომადგენლებთან ბოლო 6 თამაშია დაუმარცხებელია (4 მოგება, 2 ფრე). ბოლოს, 1997-1998 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ფეიენოორდთან“ დამარცხდა (0:2).

„იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ცხრაჯერ უთამაშია, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გახდა გამარჯვებული. 7 წაგებით კი ანტირეკორდის ავტორია.

გზაჯვარედინი

„აიაქსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ედვინ ვან დერ სარი „აიაქსის“ კარს იცავდა 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდეაც „იუვენტუსთან“ დამარცხდა. იმავე მატჩში მოედანზე იყო დელეი ბლინდის მამა, დენი და გუნდს კაპიტნობდა.

ვან დერ სარი 1999-2001 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2005-2009 წლებში კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი იყო „მანჩესტერ იუნაიტედში“.

დელეი ბლინდის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში 2013 წლის 6 თებერვალს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა „იოჰან კრუიფ არენაზე“. იმ მატჩში მონაწილეობა ანდრეა ბარძალიმაც მიიღო.

რონალდუმ გაიტანა ერთადერთი გოლი და პორტუგალიამ ჰაკიმ ზიეჩის მაროკო დაამარცხა 2018 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე.

კლაას იან ჰუნტელაარი „მილანის“ ღირსებას იცავდა და 2010 წლეს მოედანზე 5 წუთიც გაატარა, როდესაც „როსონერიმ“ მეტოქე 3:0 დაამარცხა. ჰუნტელაარი „იუვენტუსის“ მოქმედ თავკაც მასიმილიანო ალეგრისთან „მილანში“ ორი თვე მუშაობდა, სანამ 2010 წლის აგვისტოში „შალკეში“ გადავიდოდა.

„აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი არონ ვინტერი იტალიაში 1992-1999 წლებში თამაშობდა. ოთხი სეზონი „ლაციოში“ გაატარა, ხოლო სამი „ინტერში“. მისი ბალანსი „იუვენტუსთან“ ასეთია: 4 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება.

მასიმილიანო ალეგრიმ „პესკარას“ მაისურით 1992-1993 წლების სეზონში ვინტერის „ლაციოს“ სახლშიც გაუტანა გოლი და სტუმრადაც.

იტალიაში უთამაშიათ:

კლაას იან ჰუნტელაარი („მილანი“ 2009-2010)

ერთად უთამაშიათ:

ლისანდრო მაგალანი და როდრიგო ბენტანკური („ბოკა ხუნიორსი“ 2016-2017)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ნიკოლას ტალიაფიკო და პაულო დიბალა (არგენტინა)

ბრუნო ვარელა და ჟოაუ კანსელუ (პორტუგალიის 21 წლამდე ნაკრები)

ბოლო პერიოდი

„აიაქსი“

„აიაქსმა“ ბოლო 10 მატჩიდან ყველა ტურნირის ჩათვლით 9 მოიგო. ერთადერთი წაგება 17 მარტს, „ალკმაართან“ (0:1) განიცადა, ხოლო შაბათს სტუმრად „ვილემ II“ 4:1 დაამარცხა.

„რეალთან“ (1:2) წაგება მიმდინარე სეზონში ერთადერთია „იოჰან კრუიფ არენაზე“ 23 ჩატარებული მატჩიდან (19 მოგება, 3 ფრე).

დავიდ ნერეშმა „აიაქსში“ ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

დუშან ტადიჩიმა ერედივიზიონის ეგიდით ბოლო ოთხ საშინაო მატჩში გაიტანა. ჯამში 6 გოლი.

ნუსაირ მაზრაუიმ და ანდრე ონანამ ახლახან კონტრაქტები 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.

მატის დე ლიხტმა 24 მარტს ჰოლანდიისა და გერმანიის მატჩში გაიტანა (2:3). ეს თამაში ამსტერდამში ჩატარდა.

დავიდ ნერეშს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 26 მარტს, ჩეხეთის წინააღმდეგ ჰქონდა (4:1).

დუშან ტადიჩმა ერედივიზიონის ბოლო 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ყველა ტურნირის ჩათვლით უკანასკნელ 21 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.

27 თებერვალს „აიაქსი“ ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც „ფეიენოორდი“ 3:0 დაამარცხა. ფინალში კი, 5 მაისს, როტერდამში, „ვილემ II”-ს დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“

ჩემპიონთა მეოთხედფინალში გასვლიდან 5 დღეში „იუვენტუსმა“ სერია A-ში „ჯენოასთან“ (0:2) წააგო და ეს იყო პირველი მარცხი ჩემპიონატის ეგიდით მიმდინარე სეზონში. მას მერე ალეგრის გუნდმა ბოლო სამი თამაში მოიგო, ხოლო შაბათს „მილანი“ (2:1) დაამარცხა. იტალიის ჩემპიონატში „იუვეს“ 31-დან 27 მატჩი აქვს მოგებული, 84 ქულა დააგროვა და ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს. ამასთან, შეუძლია საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს (102 ქულა 2013-2014 წლების სეზონში).

„ჯენოასთან“ მარცხი იყო პირველი გასული წლის 22 აპრილის შემდეგ, როდესაც „ნაპოლისთან“ შინ წააგო (0:1). სტუმრად კი 2017 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა („სამპდორიასთან“ 2:3).

„ჯენოასთან“ თამაში „იუვესთვის“ ასევე პირველი იყო იმ კუთხით, რომ გოლი ვერ გაიტანა 2018 წლის 13 მაისის შემდეგ („რომასთან“ 0:0).

მოიზე კინმა „იუვენტუსის“ ბოლო სამ შეხვედრაში შეძლო გატანა. კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში 19 წლის ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა.

23 მარტს მოიზე კინი გახდა იტალიის ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა და 2000 წელსაა (ან შემდეგ) დაბადებული (ფინეთთან 2:0). 19 წლისა და 23 დღის ასაკში კი რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „სკუადრა აძურას“ მაისურით გაიტანა. რეკორდი ბრუნო ნიკოლის ეკუთვნის (18 წლისა და 258 დღის, 1958 წელს). კინმა სამი დღის მერე ლიხტანშტაინსაც (6:0) გაუტანა.

კრიშტიანუ რონალდუმ 25 მარტს სერბეთთან ტრავმა მიიღო და 30 წუთის შმედეგ მოედანი დატოვა. პორტუგალიელს მას შემდეგ არ უთამაშია, თუმცა ვარჯიშობს.

პაულო დიბალას ტრავმის გამო „ემპოლისთან“ (1:0) და „კალიარისთან“ (2:0) მატჩები გაუცდა, მაგრამ „მილანთან“ დაბრუნდა, პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა.

ლეონარდო სპინაცოლამ „ემპოლისთან“ დაზიანება მიიღო და „კალიარისთან“ არ უთამაშია, მაგრამ „მილანთან“ ისიც მოედანზე იყო.

დუგლას კოშტას 2 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და „ატლეტიკოსთან“ ორივე თამაშიც გამოტოვა.

სამი ხედირა გულის ოპერაციის შემდეგ მოედანს „მილანთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. ამავე მატჩში ემრე ჯანმა კოჭის ტრავმა მიიღო და ამიტომ ვერ ითამაშებს.

დანიელე რუგანიმ (2023) და მარიო მანჯუკიჩმა (2021) ახლახან კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

ხუან კუადრადომ 28 დეკემბერს ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, კოლუმბიელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იმყოფება.

16 იანვარს, „იუვენტუსმა“ „მილანი“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეხუთედ იტალიის თასის მოგების შანსი მას შემდეგ დაკარგა, რაც 30 იანვარს მეოთხედფინალში „ატალანტასთან“ 0:3 წააგო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.135465
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X