სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:28 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი, ქარიზმა, სიმბოლო - "ბალაიდოსზე" გმირი და დაუვიწყარი იაგო ასპასი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშობლიურ მიწასთან მიჯაჭვულნი არიან. არ შეუძლიათ სხვაგან, თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. იაგო ასპასი მათ შორის, ნამდვილად ერთ-ერთია.

ესპანელი 20132-15 წლებში „ლივერპულსა“ და „სევილიაში“ თამაშობდა, მაგრამ ძალზე წარუმატებლად. თავის აჩრდილსაც კი აღარ წააგავდა. აბსოლუტურად სხვა ფეხბურთელი იყო „სელტადან“ აბარგებამდე და შემდეგ.

შედეგად, როდესაც ასპასი 2015 წელს ვიგოს დაუბრუნდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ძველებურად ათამაშდა (შესაძლოა უკეთესადაც) გოლების გატანაც დაიწყო და გუნდის ლიდერიც გახდა. ბოლო წლებში მან ლა ლიგაში 70 გოლი გაიტანა და მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს ჩამორჩება ამ პერიოდში, როგორებიც მესი, რონალდუ, სუარესი, გრიზმანი და სუარესი არიან.

„მინდა ჩემი ქალაქის სიმბოლო გავხდე და ამიტომ, დიდძალ თანხაზე უარი ვთქვი“, - ეს სიტყვები იაგო ასპასმა „სელტაში“ დაბრუნების შემდეგ თქვა. წარმატებული თამაშით, „სელტადან“ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა, 29 წლის ასაკში.

ესპანელი ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებულად დაიწყო და დეკემბრის დასაწყისთვის უკვე 10 გოლი ჰქონდა გატანილი. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, „სელტასაც“ გავარდნის საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ, 22 დეკემბრის საღამოს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი წერილის დღევანდელმა გმირმა „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

იმ დროისთვის „სელტა“ მე-11 ადგილზე იყო და ევროპა ლიგის ზონას მხოლოდ 4 ქულით გახლდათ მოშორებული. ასპასი კი ლაზარეთში თვენახევრით აღმოჩნდა და მოედანს 9 თებერვალს, „ხეტაფესთან“ 26 წუთით დაუბრუნდა, მაგრამ თავი ისევ ცუდად იგრძნო, კვლავ ტრავმა და ამჯერად გაჩერება მარტის ბოლომდე მოუწია. 11 ტურში, რომელიც ვიგოელებმა მის გარეშე ჩაატარეს, 33 შესაძლებლობიდან მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს და თავი გასავრდნ ზონაში ამოყვეს.

შეიცვალა მწვრთნელები, სათამაშო სისტემა, ძირითადი შემადდგენლობა. თუმცა, არ იცვლებოდა შედეგი. უარყოფით მოვლენების შეცვლა თითქოს შეუძლებელი გახდა. მხოლოდ იაგომ მოახერხა გუნდისთვის მორალური ძალისა და იმედის დაბრუნება. შაბათს, 30 მარტს „ბალაიდოსზე“ უშუალო კონკურენტი „ვილიარეალი“ ჩავიდა და 2:0 დაწინაურდა. თუმცა, საქმეში იაგო ასპასი ჩაერთო, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშის სხვაობა შეამცირა, მერე მაქსი გომესმა გაათანაბრა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე იაგომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს უმძიმესი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა - 3:2. შემდეგ მოედანი დატოვა და სათადარიგო სკამიდან იტირა. ეს ალბათ იყო სიხარულის ცრემლები, ეს ალბათ ხასიათის ჩვენება გახლდათ.

„სელტა“ „ვილიარეალს“ 1 ქულამდე მიუახლოვდა, მაგრამ გასავრდნ ზონაში იევ რჩებოდა. შუაკვირაში ვიგოელები „უესკას“ ესტუმრნენ და 2:0 წაიყვანეს ანგარიში. ერთხელ ასპასმა თავად გაიტანა, ერთხელაც მენდესს გაატანინა. მერე 3 გოლი გაუშვეს და მარცხის საშიშროების წინაშე დადგნენ. თუმცა, ასპასმა 81-ე წუთზე ბუდებუზს გაუკეთა კიდევ ერთი საგოლე პასი და მისი გუნდი მარცხისგან დაიხსნა.

ამას მოჰყვა „ბალაიდოსზე“ მატჩი „რეალ სოსიედადთან“. მესამე თამაში 9 დღის ინტერვალით და ასპასი ისევ მოედანზე იყო. ვილიან ჟოზემ ტაიმის ბასკებს მოაგებინა, მაგრამ გალისიელებმა მეორე ტამში ყველაფერი გამოასწორეს. და ვისი, თუ არა იაგო ასპასის დახმარებით. ესპანელმა ჯერ პენალტი გაიტანა, ხოლო 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოოდ, ვიგოელებმა ეს თამაში 3:1 მოიგეს, გასავრდნი ზონაც დატოვეს, უკან „ვალიადოლიდი“, „უესკა“, "რაიო ვალეკანო" და „ვილიარეალი“ მოიტოვა, სახიფათო ზონასთან კი 2 ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა.

დამდეგ შაბათს, „სელტა“ მადრიდში „მეტროპოლიტანოზე“ ითამაშებს, მაგრამ ლიდერის გარეშე. ამჯერად მიზეზი ტრავმა არა, მაგრამ დისკვალიფიკაციაა. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტია ამ 9 დღეში, თავისი რწმენით, მაგალითით, ქარიზმით, არამარტო გუნდს, არამედ მთლიანად ქალაქს წარუძღვა.

9 დღე, სამი მატჩი, 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 7 ქულა. „ბალაიდოსზე“ მას არასდროს დაივიწყებენ...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.097302
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X