ფეხბურთი

17:59 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" წარმატებული სერია გრძელდება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღე ბოლნისში დაიწყო, სადაც „სიონმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-13 წუთზე ვილი ისიანმა ანგარიში გახსნა და „სიონი“ წინ გავიდა. სტუმრებმა ამის შემდეგ ხელთ იგდეს თამაშის სადავეები და პირველივე ტაიმში მოახერხეს დაწინაურება. ჯოვინო ფლამარიონმა ტრავმა მოირჩინა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, რასაც მალევე გიული მამნჯგალაძის ზუსტი დარტყმაც მოჰყვა.

მეორე ნახევარის დასაწყისშ „სიონი“ თამაშში დაბრუნდა. ჯაბა უგულავამ პენალტით გაათანაბრა, მაგრამ დღეს ბოლნისელებს ქულის მოპოვება არ ეწერათ. მატცის გმირი რომან ჭანტურია გახდა, რომელიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო. „ემპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა აჭარული გუნდის მაისურით პირველი გოლები მიითვალა, 77-ე წუთზე წინ გაიყვანა გია გეგუჩაძის გუნდი, ხოლო შვიდ წუთში დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ბათუმელთა წარმატებული სერია გაგრძელდა. „დინამოს“ 13 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, ხოლო „სიონი“ მიჯრით მესამე ვერმოგებული მატჩის შემდეგ მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.

„სიონი“ – „დინამო“ (ბთ) 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 ისიანი (13), 1:1 ჯოვინო (20), 1:2 მანჯგალაძე (27), 2:2 უგულავა (58, პენ), 2:3 ჭანტურია (77), 2:4 ჭანტურია (84)

0.113439