ფეხბურთი

16:45 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოშტამ შესაძლოა რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს (+VIDEO)

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ შესაძლოა რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა. კოშტამ "ბარსელონასთან" წაგებულ ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში 28-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კოშტა ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას მსაჯის სიტყვიერი შეურაცყოფისთვის მიიღებს, ხოლო ოთხმატჩიანს ხელისკვრისთვის. კოშტას მკაცრად დასჯის შემთხვევაში, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდება. მიმდინარე სათამაშო წელს ესპანელმა თავდამსხმელმა 21 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114229