სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:43 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის მე-100 და მესის 335-ე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

წინა ტურში, „ვალენსიასთან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი წარუმატებლობას ვეღარ გადაიტანდა. არადა, თავიდან ყველაფერი ძალიან მძიმედ დაუწყო. უფერული პირველი ტაიმი სწორედ „სამეფო კლუბის“ უნიათო გარჯის შედეგი გახლდათ. ეს იყო ნახევარმომენტების ტაიმი. თანაც, სტუმრები შესვენებადე ცოტა ხნით ადრე, ანგარიშში დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა მეტად მოინდომეს და სასურველ შედეგსაც მაღწიეს. მადრიდელთა ლიდერი კარიმ ბენზემა გახდათ. ორი ტყუპისცალივით თავურები ხომ შეაგდო და მინიმუმ ორჯერ კიდევ უნდა გაეტანა. ჯერ, სასწაულით, დაახლოებით 8-9 მეტრიდან ააცილა ცარიელ კარში, მერე კი შესანიშნავი დაბალი ჩახვეული დაარტყა შორეულ დაბალ კუთხეში, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

სხვათა შორის, ეს ზიდანის მე-100 მატჩი გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატში, „რეალის“ თავკაცის რანგში.

უფრო მაგარი თამაში ბარსელონაში უნდა გახურებულიყო. ლიდერი - „ბარსელონა“ უშუალო მდევარ „ატლეტიკოს“ მასპინძლობდა. როგორც იტყვიან, 6 ქულიანი თამაში იყო. გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები, ფაქტობრივად, ჩემპიონობას იფორმებდნენ.

კაცნაკლულობის მიუხედავად, მსაჯმა დიეგო კოშტა 28-ე წუთზე გააძევა, მადრიდელები თითქმის ბოლომდე ყოჩაღად იდგნენ, მაგრამ უკანასკნელ 5 წუთში გატყდნენ. მასპინძლებმა, ორი წუთის ინტერვალში ორჯერ გაუტანეს სტუმრებს, ჯერ სუარესმა, შემდეგ მესიმ.

ახლა „ბარსელონამ“ 11 ქულით გაუსწრო „ატლეტიკოს.“

და ისე როგორ იქნებოდა, ლეოს რეკორდი არ დაემყარებინა. ეს გამარჯვება მისთვის 335-ე აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ესპანეთის ჩემპიონატში ნათამაშები მატჩების რაოდენობით. შემდეგ მოდიან იკერ კასილიასი (334 გამარჯვება), ანდონი სუბისარეტა (333), რაული (324) და ჩავი (322).

ესპანეთი

პრიმერა. 31-ე ტური. 6 აპრილი

რეალი - ეიბარი 2:1

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 50 284

0:1 კარდონა (39), 1:1, 1:2 ბენზემა (59, 81)

რეალი: ნავასი, ოდრიოსოლა, ნაჩო, ვარანი, რეგილონი, მოდრიჩი (ვასკესი 72), ბეილი (კროოსი 77), ისკო (დიასი 90+1), ასენსიო, ვალვერდე, ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ეიბარი: დმტროვიჩი, რამისი (ორელანა 54), კოტე, ოლივეირა, კუკურელა (ჩარლზი 84), დე ბლასისი, ალვარესი, ესკალანტე, ხორდანი, ენრიხი, კარდონა (პენია 72)

მწვრთნელი: მენდილიბარი

მსაჯი: პაბლო გონსალესი

გაფრთხილება: ოლივეირა

ბარსელონა - ატლეტიკო 2:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 92 453

1:0 სუარესი (85), 2:0 მესი (86)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, რობერტო (სემედუ 84), ლენგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (ალენია 80), არტური (მალკომი 63), მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ატლეტიკო: ობლაკი, ლუისი (მორატა 58), გოდინი, არიასი (კორეა 35), ხიმენესი, საული, კოკე, პარტი, როდრი ერნანდესი (ხუანფრანი 88), დიეგო კოშტა, გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხესუს ხილი

გაფრთხილება: პიკე (74), ლენგლე (78), სუარესი (86); პარტი (27), ხიმენესი (28), გოდინი (29), საული (71)

გაძევება: დიეგო კოშტა (28)

ჟირონა - ესპანიოლი 1:2

0:1 დარდერი (59), 1:1 სტუანი (80, პენ), 1:2 ბუნუ (89, საკ. კარში)

რაიო ვალეკანო - ვალენსია 2:0

1:0 დე ტომასი (32), 2:0 მარიო სუარესი (90+1)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.129181
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X